სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კლუბები

დიპლომატთა კლუბი

დიპლომატთა კლუბის მიზანებია:

  • მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების რეალიზებაში;
  • აუმაღლოს პროფესიული ცნობიერება და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წარმატებას;
  • ჩამოუყალიბოს უნივერსიტეტისა და ერთმანეთის მიმართ დადებითი ემოციები და ლოიალობა.


კლუბის საქმიანობის მიმართულებები:

  • საჯარო ლექციების, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კინოჩვენებების, დებატების, იმიტირებული პროცესების, სხვადასხვა შემეცნებითი ან/და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ხელი შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებში მიღებული სარგებლისა და მნიშვნელობის შესახებ;
  • დემოკრატიული აზროვნებისა და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
  • სტუდენტების (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების) ინიციატივების წახალისება და მათი ჩართულობა სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში;
  • კლუბის სახელის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება;
  • ურთიერკავშირების დამყარება და გაღრმავება სხვადასხვა, ანალოგიური ინტერესების/ მიზნების მქონე ახალგაზრდულ/სტუდენტურ კლუბებთან.

სეუ-ს დიპლომატთა კლუბის თავმჯდომარე:

  • გვანცა ცანავა
  • ტელ: 555473936
  • ელ.ფოსტა: [email protected]
Message body empty