სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური კლუბები

კლუბის რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა

სტუდენტური კლუბები შექმნილია სტუდენტთა სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად. კლუბის მიზანია შექმნას კავშირები, გააფართოოს უნარები და შეისწავლოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ელემენტები. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის.

თითოეულ კლუბში სტუდენტებს აქვთ მრავალი შესაძლებლობა, მიიღონ გამოცდილება ლიდერობის, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის, მენეჯმენტის, პრიორიტეტების განსაზღვრის და სხვა მიმართულებით.

ჩვენი სტუდენტური კლუბები გთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს შემოქმედებითობას, ინოვაციურობას, ამდიდრებს სტუდენტურ გამოცდილებას და ქმნის მრავალფეროვან საშუალებებს. კლუბებში მონაწილეობას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე.

კლუბები განსხვავდებიან მათი მიზნებისა და საქმიანობის მიხედვით. მათ შეუძლიათ განახორციელონ იდეები, სეუ კი ხელს უწყობს მიზნების მიღწევას და კლუბების განვითარებას.

რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები:

  • დაფინანსებაზე განაცხადის უფლება;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სტუდენტური ცხოვრების აქტივობების ჩამონათვალში კლუბზე ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა;
  • აქვე იქნება მოცემული კლუბის საკონტაქტო ინფორმაცია (@seu.edu.ge ელ-ფოსტა თითოეულ კლუბს);
  • უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება;
  • ღონისძიებების ჩატარებისა და დაფინანსების წყაროების მოძიების უფლება;
  • ორგანიზაციის აქტივობების რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;
  • კამპუსის სივრცის გამოყენება;
  • უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა.

სტუდენტური კლუბების დებულებაპროექტის დაფინანსების ფორმაკლუბის რეიტინგის შეფასების სქემაპროექტის დაფინანსების შეფასების სქემა

სტუდენტური კლუბები:

კრიკეტის კლუბიფსიქოლოგთა კლუბიბიზნეს კლუბიტურიზმის კლუბიდიპლომატთა კლუბითანასწორობის კლუბიიურისტთა კლუბისტუდენტები ევროკავშირის გზაზემედია კლუბილიტერატურული კლუბისაიდუმლო კლუბიციფრულ მეცნიერებათა კლუბი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

Message body empty