English
EN GE

გამოქვეყნდა:   29 დეკემბერი 2017

საბუთების შემოტანის ვადა: 30/01/2018 – 10/02/2018 

ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2018

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინგლისური ენის სწავლების მიმართულებებით.

 

საკონკურსო ვაკანსიები:

  1. პროფესორი - 1 ვაკანსია
  2. ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
  3. ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია

 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტებს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

 

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

4) საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

1.2. პროფესიული ნიშნით:

1) საზღვარგარეთ (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2) საზღვარგარეთ სამეცნიერო­კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება 

3) საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

4) შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

5) საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

4) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება.

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი უცხო ენის სწავლების სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან რაც დასტურდება შემდეგით:

ა) სწავლების მეთოდოლოგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილებით;

ბ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილებით შემდეგ მეთოდოლოგიურ საკითხებზე:

  • · კლასის მართვა
  • · ლექციის დაგეგმარება
  • · თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენება
  • · სწავლების ტექნიკების გამოყენება სხვადასხვა კომპეტენციის მისაღწევად
  • · სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და სხვა

გ) პროფესიული ინგლისურის სწავლების გამოცდილებით შემდეგი მიმართულებებით:

  • · ინგლისური ენა ბიზნესისათვის
  • · ინგლისური ენა ტურიზმისათვის
  • · ინგლისური ენა სამართლისათვის
  • · ინგლისური ენა ჟურნალისტებისათვის
  • · ინგლისური ენა ფსიქოლოგებისათვის
  • · ინგლისური ენა მედიცინისთვის
  • · ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

3) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება.

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 

3. ასისტენტ­პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

3.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება.

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

3.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია შესაბამისი უცხო ენის სწავლების სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან რაც დასტურდება შემდეგით:

ა) სწავლების მეთოდოლოგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილებით;

ბ)   ტრენინგების ჩატარების გამოცდილებით შემდეგ მეთოდოლოგიურ საკითხებზე:

  • კლასის მართვა
  • ლექციის დაგეგმარება
  • თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენება
  • სწავლების ტექნიკების გამოყენება სხვადასხვა კომპეტენციის მისაღწევად
  • სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და სხვა

გ) პროფესიული ინგლისურის სწავლების გამოცდილებით შემდეგი მიმართულებებით:

  • ინგლისური ენა ბიზნესისათვის
  • ინგლისური ენა ტურიზმისათვის
  • ინგლისური ენა სამართლისათვის
  • ინგლისური ენა ჟურნალისტებისათვის
  • ინგლისური ენა ფსიქოლოგებისათვის
  • ინგლისური ენა მედიცინისთვის
  • ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება.

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1). ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები

-         Cambridge ESOL Exams (CAE, CPE)

-         TOEFL IBT (110-120)

-         IELTS (8,5-9)

-         PTE General Level 4/5

-         PTE Academic 80-100

2) სწავლების მეთოდიკის კურსებში მონაწილება:

-         CELTA;

-         DELTA;

-         TKT (3 მოდული)

3) დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

4) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;

5) პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);

2. ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;

5. ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატი და დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი).

7. საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპცია. (პროფესორის თანამდებობისთვის)

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

 

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით

გ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) კონკურსანტების შერჩევა მოხდება უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების პირობით

 

 

 

 

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2017 წლის 29 დეკემბრიდან

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

3. კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 13 თებერვალს

4. კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 15 თებერვალს.

5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 16 თებერვალს.

6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 21 თებერვალს

8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 22 თებერვალს.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ­ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 13 ან 2 90 00 00 შიდა 21

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

კონკურსანტის ანკეტა

პროგრამის უცხო ენის სწავლების ბლოკის ჩარჩო ფორმა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი

აკადემიური პერსონალის სტანდარტული სამუშაო აღწერილობა