English
EN GE

გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი 2017

                   საბუთების შემოტანის ვადა: 30/01/2018 – 10/02/2018 

 ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2018

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რუსული ენის სწავლების მიმართულებით.

 

საკონკურსო ვაკანსიები:

პროფესორი ­ 1 ვაკანსია

 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

4) საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება - ენობრივი კომპეტენციის ყველა დონის სასწავლო კურსთან მიმართებით.

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1). ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები

2) სწავლების მეთოდიკის მიმართულებით გამოცდილება

3) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;

4) პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);

2. ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;

5. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი).

6. საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების კონცეპცია.

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

 

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით

გ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) შერჩეული კონკურსანტების წარდგენა მოხდება უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების პირობით.

 

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2017 წლის 29 დეკემბრიდან

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

3. კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 13 თებერვალს

4. კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 15 თებერვალს.

5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 16 თებერვალს.

6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 21 თებერვალს

8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 22 თებერვალს.

 

 

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ­ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21 ან 2 90 00 00 შიდა 13

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

კონკურსანტის ანკეტა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი

აფილირებული აკადემიური პერსონალის სამუშაო აღწერილობა