English
EN GE

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
20 იანვარი, 2019 თბილისი

ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019-ისთვის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა)
  • განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა

სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები გაივლიან რეფერირებას.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.

სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს ორი ავტორი). მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.

დაიბეჭდება საკონფერენციოდ მიღებული ნაშრომების აბსტრაქტები.

საუკეთესო ნაშრომები გამოქყვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

მონაწილე სტუდენტებს კონფერენციის დასრულების ცერემონიაზე გადაეცემათ სერთიფიკატები.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის ელექტრონული რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

-

მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე Conference@seu.edu.ge