English
EN GE

სამეცნიერო ნაშრომის  შესრულების სტანდარტები

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურასნტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და რეზიუმე (აბსტრაქტი)

 

 

რეზიუმეს გაფორმების წესი

რეზიუმეს მოცულობა 100-250 სიტყვა.

რეზიუმე უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

 

სტატიის წარმოდგენის წესი

სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

სტატიის მოცულობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 15 გვერდი

სტატიის დასახელება უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე;

საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე;

სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს სტატიის შესავალს, ძირითად და დასკვნით ნაწილს;

ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი მოყვანილი უნდა იყოს ორიგინალისა და ინგლისურ ენაზე,

სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია (გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა);

 

 

სტატიის გაფორმების წესი

რეზიუმე და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

  • შრიფტი - Sylfaen;
  • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)  - 14 Bold;  ძირითადი ტექსტი - 12. 
  • ინტერვალი 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
  • ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi,
  • ფორმულები უნდა აიკრიფოს Microsoftequation 2.0 (2.1.).