English
EN GE

სეუ-ს საგამოცდო ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისიწნებული საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და განხორციელებას, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და აკადემიურობის პრინციპების დაცვით

 

ცენტრის ამოცანებია:

  • უნივერსიტეტში გამოცდების ერთიანი სისტემის შექმნა და დანერგვა;
  • სწავლის ხარისხის ამაღლება.
  • უნივერსიტეტში სწავლების ორივეს საფეხურის შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ორგანიზება;
  • უნივერსიტეტში მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ორგანიზება.

 

საგამოცდო ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

  • შეიმუშავებს გამოცდების პროცესის მარეგულირებელ წესებს და ინსტრუქციებს;
  • გამოითხოვს ფაკულტეტებიდან ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შუალედურ და დასკვნით/დამატებით გამოცდებს, ასევე მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებს;
  • ყოველ სემესტრში, აკადემიური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აქვეყნებს შუალედური და  დასკვნითი/დამატებითი გამოცდების ჩატარების განრიგს.
  • დადგენილი წესის შესაბამისად ღებულობს გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარების, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და გასაჩივრების შესახებ;
  • ადგენს საგამოცდო ბილეთის ფორმირების წესებს;
  • განიხილავს გამოცდის ჩატარების პროცედურულ საკითხებზე შემოსულ საჩივრებს;
  • გამოითხოვს ლექტორისგან საგამოცდო ნაწერებს და ამოწმებს მათ საპრეტენზიო კომისიის მეშვეობით;
  • ახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდების შედეგების ელექტრონულ აღრიცხვაზე;
  • იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული გამოცდის შედეგების გადასინჯვის, სააპელაციო კომისიის შექმნის და აპელაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოცდის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით
  • ახორციელებს გამოცდის პროცესის, შედეგების ანალიზს და შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს რეკომენდაციებს რექტორისათვის.
  • ახორციელებს კანონმდებლობით და  რექტორის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.