English
EN GE

საქმისწარმოებისა და რეესტრის წარმოების სამსახური

 

საქმისწარმოებისა და რეესტრის წარმოების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის დოკუმენტბრუნვას, შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დოკუმენტაციის ელექტრონულ დამუშავებას და ორგანიზაციის დოკუმენტაციის არქივის წარმოებას, ასევე შესაბამისი მონაცემების ასახვას საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში

 

საქმისწარმოების სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის დამუშავება, უნივერსიტეტის ოფიციაული მიმოწერის ფორმების გამოყენებით და ადრესატამდე მიწოდება;
  • შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შემსრულებელზე დელეგირება;
  • დოკუმენტბრუნვის ვადების დაცვის მონიტორინგი;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ადმინისტრირება;
  • საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმების აღირცხვა, გაცემის ჟურნალის წარმოება, ფორმების გამოცვლის და ჩამოწერის პროცესის განხორციელება.
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ რეესტრში ინფორმაციის შეტანა;
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მონაცემების რეესტრში შეტანა;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციის რეესტრში შეტანა;
  • რეესტრის ჩანაწერების სისწორის მონიტორინგი
  • იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო რეესტრში ინფორმაციის შეტანას, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
  • საქმისწარმოების სამსახურის მოთხოვნით, რეესტრში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი ცნობების გაცემა;
  • სტუდენტთა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების აღრიცხვა.
  • მობილობის პროცესთან დაკავშირებული ოპერაციების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა