English
EN GE

კულტურისა და სპორტის განვითარების სამსახური

სეუ-ს კულტურისა და სპორტის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა პროგრამის გარეთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების კოორდინაციას, ზრუნავს სტუდენტური შემოქმედებისა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, წარმატებულ სპორტსმენ და ხელოვან სტუდენტთა მხარდაჭერაზე, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებათა ორგანიზებაზე.

 

კულტურისა და სპორტის განვითარების სამსახური (შემდეგში-სამსახური) უზრუნველყოფს:

 

  • სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებების  ორგანიზებას, სტუდენტებისა და პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმას, სპორტის პოპულარიზაციას;
  • კულტურული პროექტების განხილვას და მათი განხორციელების ან განუხორციებლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული პროექტების შეფასებასა და შედეგების მიხედვით მომდევნო ღონისძიებების დაგეგმვის გაუმჯობესება;
  • უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას;
  • სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებების  ორგანიზება, სტუდენტებისა და პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმა, სპორტის პოპულარიზაცია;
  • სავარჯიშო ინფრასტრუქტურის ორგანიზებას;
  • სპორტული ტურნირებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის მომზადება და განაცხადის წარდგენა საორგანიზაციო კომიტეტში;
  • საუნივერსიტეტო ნაკრების სარეგისტრაციო განაცხადების მომზადება, ანკეტების შევსება და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ნაკრებისთვის მოთამაშეების შერჩევა ტრენერებთან ერთად;
  • ნაკრების მომარაგება ნაკრებისთვის საჭირო ინვენტარით;
  • ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტისა და შესაბამისი ქვეყნის საკონსულო სამსახურის  მოთხოვნების შესაბამისად ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის მგზავრობის ბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა, ევროპის საუნივერსიტეტო საბჭოს მოთხოვნით;
  • კულტურული და სპორტული ღონისძიებების ბიუჯეტის წარმოება, ფინანსური ხარჯისა და საჭიროების ანალიზი და დაფინანსების წყაროების მოძიება.