English
EN GE

რექტორი არის  სეუ-ს უმაღლესი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს სეუ-ს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში ქვეყნის შიგნითა და გარეთ.

 

უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია  სეუ-ს სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, განსაზღვროს უნივერსიტეტის საქმიანობის სტრატეგია, განსაზღვროს უნივერსიტეტის სტრუქტურა და მოახდინოს ცალკეულ ფუნციათა სტრუქტურულ ერთეულებზე დელეგირება.

 

უნივერსიტეტის რექტორი ასრულებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

 

  • ა). არის სეუ-ს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, იწვევს და უძღვება აკადემიური საბჭოს სხდომებს და ხელს  აწერს  აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
  • ბ). უზრუნველყოფს სეუ-ს საგანმანათლებლო ინტერესების დაცვას, თავის საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო, სამოქალაქო,  აგრეთვე სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
  • გ). ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს  სეუ-ს სტრუქტურას  და ახორციელებს მის რეორგანიზაციას;
  • დ). თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
  • ე). გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა  სეუ-ს ადმინისტრაციული, აკადემიური,  დამხმარე  პერსონალისა და სტუდენტებისათვის;
  • ვ). უფლებამოსილია ყოველი სასწავლო წლისათვის განსაზღვროს   სწავლის საფასურის ოდენობა;
  • ზ). აკადემიურ საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს  სეუ-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
  • თ). ხელს აწერს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს -  დიპლომს.