English
EN GE
ლიანა კავთელიშვილი

ლიანა კავთელიშვილი


ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს რექტორი;

 

რექტორის არყოფნისას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასრულებს რექტორის მოვალეობას;

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

  • ხელმძღვანელობს სეუ-ს  ადმინისტრაციას;
  • ადგენს  სეუ-ს   სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
  • ამზადებს ბრძანებების პროექტებს კომპეტენციის ფარგლებში;
  • აწარმოებს სწავლის საფასურის მობილიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონტროლს;
  • მართავს კანცელარიის (საქმისწარმოების)  საქმიანობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას;
  • ახდენს სეუ-ს სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპოდენციის შესრულების მონიტორინგს;
  • აკონტროლებს უნივერსიტეტის შინაგანაწესის დაცვას
  • აკონტროლებს ადმინსიტრაციაში შემავალი ერთეულების საქმიანობას. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ინახება  სეუ-ს ბეჭედი, ფაქსიმილე და დოკუმენტაცია.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში ეხმარებიან  სეუ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში შედის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზებაზე, უნივერსიტეტის რესურსების დაცვაზე და საუნივერსიტეტო სერვისების შეთავაზებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.