English
EN GE

პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდების, ასევე, კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით უზრუნველყოფილია სწავლის შედეგების მიღწევა. საბაკალავრო აკადემიური პროგრამის მიზნების თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი განხორციელება უზრუველყოფს სასწავლო გეგმის შესრულებას კვალიფიკაციასთან შესაბამისობაში, რომელიც ექვივალენტურია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურთან.

პროგრამის სწავლის შედეგები ითვალისწინებს არა მხოლოდ ძირითადი თეორიული ცოდნის შეძენა/მოგროვებას, არამედ პრაქტიკული უნარებისა და საჭირო ეთიკური ღირებულებების შემუშავებას.

პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან განათლების შემდეგი საფეხურისა და შრომის ბაზრისთვის საჭირო კონკურენტუნარიანობით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ სამომავლო პერსპექტივა მოიცავს: MA/MBA პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას და მენეჯმენტის კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობას.

საკითხთან დაკავშირებული კომპეტენციები:

პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსების გავლის შემდგომ სურსდამთავრებულს ექნება საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის, ეკონომიკის, მათემატიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და ფინანსების სფეროებში, რომელიც მოიცავს შემდეგი თეორიებისა და პრინციპების ცოდნას, კერძოდ: 

ცოდნა და გაცნობიერება:

  • იცნობს მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ძირითად პრინციპებს;
  • იცის საერთაშორისო და გლობალური ბიზნეს გარემოს მახასიათებლები;
  • აცნობიერებს ბიზნესის სფეროში არსებულ ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს; აგრეთვე, გლობალურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესებს;
  • იცის მართვის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი თეორიები და კონცეფციები (დაგეგმა, ორგანიზება, ლიდერობა და კონტროლი);
  • იცის მათემატიკისა და სტატისტიკის ძირითადი კონცეფციები;
  • აცნობიერებს ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესუსურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდებს;
  • სრულფასოვნად ფლობს ინგლისურ ენას;
  • იცის ბიზნეს ანალიზის განხორციელება რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით;
  • აცნობიერებს ბიზნეს გარემოს სტრუქტურას და ურთიერთკავშირს მის შემადგენელ ნაწილებს შორის;
  • აქვს ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ოპერაციათა მართვა, ადამიანური რესურსები, პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი და გაყიდვები, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ასევე, აცნობიერებს მათ შორის ურთიერთკავშირს;
  • იცის საერთაშორისო ფინანსური და დაბეგვრის სისტემები, მათი ფუნქცები და მნიშვნელოვნება;
  • აცნობიერებს მენეჯმენტის ძირითად კონცეფციებს და გააჩნია მენეჯერული ხედვის ფორმირების უნარი;
  • ცნობს გლობალურ ბიზნეს გარემოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს;
  • აცნობიერებს ეფექტური კომუნიკაციის როლს ბიზნესსა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში;
  • აქვს მცირე ზომის კვლევითი ნაშრომების შესრულების პრინციპების და სტანდარტების ცოდნა, ბიზნესის სფეროს კვლევასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:


კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • კონკრეტული ბიზნეს გეგმის ორგანიზება, განვითარება და სისრულეში მოყვანა;
  • სამიზნე ბაზრისთვის მარკეტინგული კვლევის განხორციელება; 
  • სპეციფიური მენეჯერული პრობლემების გადაწყვეტა ორგანიზაციის საქმიანობის გათვალისწინებით;
  • სტატისტიკური კვლევის განხორციელება;
  • გადაწყვეტილების მიღება როგორც ყოველდღიური, ისევე გრძელვადიანი ტაქტიკებისა და სტრატეგიების შესახებ; 
  • ბიზნეს გარემოს ანალიზისთვის საჭირო მეთოდებისა და ინსტრუმენტების არჩევა, მათი გამოყენება და მცირე ბიზნეს პროექტის დამუშავება;
  • ორგანიზაციის ან ბიზნესის სტრუქტურის მენეჯერული პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის უნარი ხელმძღვანელობის ქვეშ;
  • კონკრეტული ბიზნესისთვის შესამაბისი რისკების შეფასების მეთოდის გამოყენება და რისკ-მენეჯმენტთნ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა; 
  • ორგანიზაციის ფინანსური პრობლების იდენტიფიცირება და მისი პრაქტიკაში აღმოფხვრა:
  • მოცემული დავალების მიხედვით ფინანსური შედეგების გაანალიზებისთვის ელექტრონული საშუალებების გამოყენება;
  • კომპანიის ფინანსური ანალიზის უზრუნველყოფა წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • ცვალებად გარემოსთან ადაპტირება, ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება;
  • კვლევის შედეგად მოძიებული მონაცემების გაანალიზება და დასკვნის გამოტანა;
  • ცვალებად გარემოში კომპეტენტურად დარჩენა.

დასკვნის უნარი:


კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • მენეჯერული მონაცემების მოძიება და ინტერპრეტაცია სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, ისეთი როგორიცაა SWOT ანალიზი;
  • სიტუაციის შეფასება სხვადასხვა მეთოდოლოგიების მეშვეობით;
  • მენეჯერული პრობლემების იდენტიფიცირება, შედეგების ფორმალიზება და დასკვნის გამოტანა თანამედროვე მმართველობით პრაქტიკაზე დაყრდნობით;
  • ფინანსური ინფორმაციის მოძიება და ინტერპრეტაცია;
  • სტატისტიკური მონაცემების მოძიება და ინტერპრეტაცია;
  • კონკურენტული ბიზნეს გარემოს გაანალიზება;
  • დასკვნის გამოტანა კონკრეტულ შემთხვევებზე დაყრდნობითა და ანალიზით (case study); 
  • არგუმენტირებული დასკვნის გამოტანა, ალტერნატივების ანალიზი და ოპტიმალური სტრატეგიის ამორჩევა.

კომუნიკაციის უნარი:


კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ინგლისურ ენაზე როგორც სპეციალისტებთან, ისე არა სპეციალისტებთან კომუნიკაცია, საკითხის განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის ალტერნატივების განხილვა;
  • თანამედროვე ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება;
  • დეტალური წერილობითი მოხსნების მომზადება და წარდგენა, კვაიფიკაციასთან, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებთან მიმართებით;
  • ზეპირ ან წერილობით ფორმაში კომუნიკაცია, სწორად არჩეული ტემინოლოგიისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით;
  • ჯგუფში კომუნიკაცია და ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ეფექტური მონაწილეობა;
  • დისკუსიებში ეფექტურად მონაწილეობა და ვერბალური პრეზენტაციის განნხორციელება;
  • დოკუმენტაციის, მოხსენების და მონაცემთა ანალიზის მომზადება;
  • პროფესიულ დისკუსიაში და დებატებში მონაწილეობა;
  • კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ესეს მომზადება წინასწარ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით;
  • კოლეგებთან კომუნიკაცია;
  • კომუნიკაცია წერილობითი თანხმობის მისაღებად;
  • წერილობითი კომუნიკაცია;
  • კონფლიქტის დროს კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაცია ნებისმიერ პირთან- კულტურის, რელიგიის, სოციალური ან ეთნიკური განსხვავების მიუხედავად;
  • ინფორმაციის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება.

უცხო ენაზე კომუნიკაციის კომპეტენცია:


სტუდენტს შეუძლია ინგლისურ ენაზე როგორც სპეციალისტებთან, ისე არა სპეციალისტებთან კომუნიკაცია და ენის ცოდნის დემონსტრირება

მოსმენა:  შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დიდი მოცულობის ტექსტების და გამონათქვამების გაგება/აღქმა და სწორი რეაგირება; საუბრის ზოგადი მიმართულების გაგება; საუბრის ცალკეული რეპლიკის გაგება; მოხსენების არსის გაგება;
კითხვა: შეუძლია წაიკითხოს დარგობრივი ტექსტები, წერილები, განცხადებები, სხვადასხვა სტატია და გაიგოს ძირითადი შინაარსი; გამოყოს საჭირო ინფორმაცია.
საუბარი: შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების მოკლედ გადმოცემა; სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა; მოვლენების თანიმდევრული გადმოცემა; საკუთარი აზრის გამოხატვა; სიტუაციის დახასიათება.
წერა: შეუძლია ბიზნეს წერილების მომზადება აკადემიური წერის პრინციპების გათვალისწინებით. აქვს უნარი აღწეროს ბიზნეს სიტუაციები წერილობითი ფორმით და მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია ინგლისურ ენაზე.

სწავლის უნარი:


კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში ცოდნის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარი სწავლის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა;
  • შესაბამისი უახლესი ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის ხარისხის დამოუკიდებლად ამაღლება;
  • სწავლის პროცესის ობიექტური შეფასება;
  • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობა, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
  • ახალი მეთოდების ათვისების უნარი ტექნოლოგიური სიახლეებისა და ცოდნის განახლების მიმართულებით;
  • აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა თეორიული წყაროების გამოყენების გზით ინტერესების გაფართოება და გამორჩეული, აქამდე უცნობი საკითხების შესწავლა;
  • თვითშემეცნებისთვის მზადყოფნა და ხანგრძლივი სწავლის მნიშვნელოვნების გააზრება.

ღირებულებები:


კურსდამთავრებულს გააჩნია:

  • თანამედროვე ბიზნესის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულები; 
  • მონაწილეობის მიღების სურვილი მოწინავე ღირებულებებისა და ფასეულობების ფორმირება-დამკვიდრების პროცესში;
  • მენეჯმენტის სფეროში არსებული პროფესიული ღირებულებების გაცნობიერება;
  • პროფესიულ ეთიკასა და მორალურ ნორმებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სოციალურ, ლეგალურ დ სამოქალაქო პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული ცოდნა.

ზოგადი კომპეტენცია:

ჯგუფში მუშაობის უნარები - კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს ჯგუფში, როგორც ჯგუფის ჩვეულებრივი/რიგითი წევრის, ასევე ლიდერის სახით. მას შეუძლია მიზნების ნათლად ფორუმულირება, შეთანხმების მიღწევა, აქტივობების კოორდინირება. ამასთანავე, აქვს შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი - კურსდამთავრებულს შეუძლია პროფესიულ გარემოში გამოავლინოს მუშაობის პრაქტიკული უნარები; ამასთანავე, გააჩნია პროფესიული სუბორდინაციის/ადაპტაციის შესაძლებლობა და უნარი აითვისოს ახალი ტექნოლოგიები.
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - კურსდამთავრებულს აქვს დროის მენეჯმენტის უნარი; შეუძლია სამუშაოს დასრულების ვადების დაცვა და თანამშრომლობა; მნიშვნელოვანია, მისი უნარი მოახდინოს სამუშაოსთან დაკავშირებული რესურსების ორგანიზება და მათი აქტივობებთან დაკავშირება; ამასთანავე, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება შესრულებულ სამუშაოზე, მისი შეფასება და კრიტიკის წარმოდგენა.
უწყვეტი სწავლის უნარი - კურდამთავრებულს შეუძლია სრულად გამოიყენოს სასწავლო რესურსები და მართოს საკუთარი სწავლის პროცესი; როგორც დამოუკიდებლად სწავლის მსურველმა მას შეუძლია, გაანალიზოს უწყვეტი სწავლის მნიშვნელოვნება და განავითაროს წარმატებული სტრატეგიული გეგმა სწავლის პროცესის წარმართვისთვის.
ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება - კურსდამთავრებულს გააჩნია და იყენებს პრაქტიკაში თანამედროვე ინფორმაციულ და კომუნიკაციის საშუალებებს; მას შეუძლია ინფორმაციის მიღება; ასევე, მულტიმედიისა და ელექტრონული ინტერაქტიული პროგრამების გამოყენება; შეუძლია დამოუკიდებლად დაეუფლოს ახალ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს; აქვს კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; საბოლოოდ, აქვს უნარი მოიძიოს ახალი ინფორმაციული წყაროები, შეინახოს ისინი და მოახდინოს კომუნიკაცია ელექტორნულ ფორმატში.