განსაზღვრავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის სპეციფიკას, აყალიბებს ჟურნალისტიკის ძირითად ცნებებს და ტერმინოლოგიას, ჟურნალისტიკის პრინციპებს, ფუნქციებს, აცნობიერებს სამოქალაქო ღირებულებებს და ეყრდნობა პროფესიულ სტანდარტებს.
აცნობიერებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, პროფესიულ საქმიანობას აფასებს და ახორციელებს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
აცნობიერებს ქართული პუბლიცისტური აზროვნების განვითარების გზას, იყენებს თანამედროვე და ისტორიული მედიის, მედიაპროცესების კვლევის მეთოდებს ეფექტური ანალიზისთვის.
მოიპოვებს, ახარისხებს და ობიექტურად განაზოგადებს ი14:41:47ნფორმაციას, აცნობიერებს სიზუსტის დაცვისა და ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობას; ფოკუსირებს ინფორმაციული საბაბის მქონე ფაქტებზე, აქტუალური პრობლემების ჟურნალისტურ ფაქტად წარმოჩენაზე.
აშუქებს ინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმით – ქმნის მულტიმედია პროდუქტს.
ფლობს პრაქტიკოსი ჟურნალისტისთვის აუცილებელი პროფესიული წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურას; განსაზღვრავს ინფორმაციის აქტუალობას, მიჯნავს ფაქტსა და კომენტარს.
ქმნის მედია–ტექსტს პროფესიული ამოცანების შესაბამისად – ფაქტის, არგუმენტის, პრობლემის შეკავშირება; აყალიბებს პროცესების შესატყვის ანალიზსა და არგუმენტირებულ დასკვნას, ადგენს აქტუალური საკითხების გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.
ფლობს რესპონდენტთან ეთიკური ურთიერთობის, წყაროსთას მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტელე–რადიო ჟურნალისტისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს: შეუძლია სტილისტურად გამართულად საუბარი (წერა), მუშაობს ტელეკამერებთან, ახდენს ეთერში მაყურებელთან კომუნიკაციას და ქმნის ტელე–რადიოპროდუქტს სამონტაჟო პროგრამებით.
ფლობს დებატების, დასაბუთებული დასკვნების გამოტანის, თავისუფალი კომუნიკაციის, მასალის წარდგენის, ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის, იმპროვიზაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
აცნობიერებს ფოტოჟურნალისტიკის სახელოვნებო ასპექტებს და მედიატექსტის ვიზუალიზების პერსპექტივებს. ფოტოს მეშვეობით ქმნის ჟურნალისტურ პროდუქტს, აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა შინაარსის ჟურნალისტური მასალის ვიზუალიზაციის უნარი.