English
EN GE
1`11

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული შეიძენს ფინანსების დარგის სპეციალისტის მაღალკვალიფიციური სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რომლებიც წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას.

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს ფინანსების სფეროს ფართო ცოდნა. გააჩნია ფინანსების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების, საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის ცოდნა. აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სფეროს ურთიერთკავშირს. შეუძლია ფინანური ადმინისტრირების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის აუცილებელი მეთდოლოგიისა და მიდგომის გაცნობიერება
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
შეუძლია საფინანსო სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება და საბაზრო რისკების შეფასება; ფინანსური დოკუმენტების ინტერპრეტაცია, ფინანსური ინფორმაციის თავმოყრა, ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა; საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სისტემების გამოყენება, ბიუჯეტის მომზადება, ორგანიზაციის წინაშე მდგარი ფინანსური ხასიათის პრობლემების დიაგნოსტირება და მის გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების გამოყენება;
შეუძლია საერთაშორისო სტანდარტებზე საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შეფასების საფუძველზე ასახოს აღრიცხვის მონაცემები, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგების ფორმები და მოახდინოს მათი ანალიტიკური დამუშავება, დასკვნითი ნაწილიდან საუკეთესო ვარიანტის დასაბუთებული შერჩევა და წარდგენა ადრესატისათვის სწორი მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად.

დასკვნის უნარი

შეუძლია სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკური პოტენციალის გამოკვეთა და დახასიათება, ფინანსური, საბიუჯეტო, საგადასახადო სისტემების მოდელების აგება, მათი შეჯერება-შეთანაწყობის საფუძველზე სწორი და აუცილებელი დასკვნების გაკეთება; ფინანსური მენეჯმენტის მრავალპლანიანი ამოცანების ყოველმხრივი შეფასების, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე ფინანსურ-ანალიტიკური კვლევების ჩატარების შედეგად გაკეთებული ლოგიკური დასკვნების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ფინანსების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების წარმოდგენა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით; შეუძლია სფეროს შესახებ მოხსენების, თემების, რეფერატის მომზადება და პრეზენტაცია; აქვს უნარი კომუნიკაციისას გამოიყენოს დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკა და ტერმინები, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში დარგის სპეციალისტებთან და სამეურნეო სუბიექტის სხვა წარმომადგენლებთან.

სწავლის უნარი

შეუძლია ფინანსების სფეროში კარიერული წინსვლისათვის ან აკადემიური ცოდნის გაღრმავებისათვის აუცილებელი სწავლის საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა. შეუძლია ცოდნის რეგულარულად განახლება დარგობრივი ლიტერატურის კითხვით და ფინანსების თეორიასა და პრაქტიკაში სიახლეების მიდევნების გზით;
შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით და ინტერნეტის გამოყენებით; გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები.

ღირებულებები

იცავს ფინანსური საქმიანობისათვის დაწესებულ ეთიკურ ნორმებს და უფრთხილდება პროფესიულ ღირებულებებს; ნებისმიერ სიტუაციაში საქმისა და კოლეგებისადმი რჩება კეთილსინდისიერი, პუნქტუალური, სამართლიანი; შეუძლია კრიტიკულ სიტუაციებში პროფესიული ღირებულებების და ეთიკური ნორმების დაცვა.