




- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი
- ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
- მენეჯმენტი Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- მენეჯმენტი Minor სხვა მიმართულებისთვის
- HR მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ფინანსების საბაკალავრო პროგრამა
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
- საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა
- ტურიზმი Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- ტურიზმი Мinor სხვა მიმართულებებისთვის
- ფინანსები Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- ფინანსები Minor სხვა მიმართულებისთვის
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
- ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- განათლების მართვის სკოლა
- კატალოგი
პროგრამის მიზანი
დამატებითი სპეციალობის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს ფინანსების სფეროს ფართო ცოდნა (ფინანსების, ინვესტიციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების, საბანკო და საგადასახადო საქმის კუთხით). გამოუმუშაოს საფინანსო სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღების და საბაზრო რისკების შეფასების, ფინანსური ინფორმაციის თავმოყრის, ანალიზის, ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარები; განუვითაროს საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სისტემების გამოყენების, ბიუჯეტის მომზადების, ორგანიზაციის წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების დიაგნოსტირების და მის გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების გამოყენების, ფინანსების სფეროში არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების, თვითრეალიზაციის, შინაგანი მოტივაციის, დაგეგმვის და ორგანიზაციული საქმიანობის რესურსების ოპტიმალური გამოყენების უნარი. ფინანსების დამატებითი სპეციალობის ამოცანაა გამოუმუშავოს სტუდენტს ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკული უნარი, დამოუკიდებლად საქმიანობის გაძღოლის ჩვევები, მიეცეს დამატებითი პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარების საფინანსო სტრუქტურაში მუშაობის პროცესში რეალიზების შესაძლებლობა.
სფეროს აღწერა
ფინანსების დამატებითი საბაკალავრო პროგრამის აქტუალობას განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესები, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და საბაზრო ინსტიტუტების როლის გაძლიერება, კერძო მეწარმეობის სწრაფი განვითარება, დამსაქმებელთა მოთხოვნები, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და ამ პროცესებში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსური მენეჯმენტის გაზრდილი როლი, ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის მქონე ორგანიზაციათა ფინანსური ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა, რაც მოითხოვს კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ბიზნეს-პროცესების ფინანსურ მართვასა და ბიზნეს-საქმიანობის ოპტიმიზაციაზე მიმართულ პროექტებში მონაწილეობას, ფინანსების სწორი მენეჯმენტით ორგანიზაციის ეფექტიანობის ხელშეწყობას და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში წარმატებულ პრაქტიკულ საქმიანობას.