სამედიცინო განათლება და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება ნებისმიერ ქვეყანასი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. ეკოლოგიურმა ცვლილებებმა და კაცობრიობის ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია ისედაც მრავალფეროვან პათოლოგიათა ცვალებადობა, ახალი დაავადებებისა და სინდრომების გაჩენა, რაც მოითხოვს ექიმისგან სიღრმისეულ ცოდნასა და მაღალ კვალიფიკაციას. წარმატებული საექიმო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი საბაზისო სამედიცინო განათლების მიღება, სამედიცინო განათლებაში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება და ინტერნაციონალიზაცია.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური დიპოლმირებული მედიკოსის მომზადება. პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და დიპლომის შემდგომი სწავლის გაგრძელებისათვის.
პროგრამის ამოცანებია:
პროგრამის საბაზისო და კლინიკური კურსები, სამეცნიერო-კვლევითი და კლინიკური პრაქტიკის კომპონენტები უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და შიდა, საგარეო შრომით და საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.