English
EN GE

პროგრამის მიზანი

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის და მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობები აქტუალობიდან გამომდინარე, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ მიზნებს და მიმართულია ჰუმანიზმის, დემოკრატიის იდეალებსა და ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის შეთავაზებისკენ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და ეროვნულ კულტურულ ცნობიერების დამკვიდრებისკენ. პროგრამის მიზანი ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და რეალურად მიღწევადია; პროგრამის სასწავლო კომპონენტების (საუნივერისტეტო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული მიზნების მიღწევას და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის სათანადო დონით. ასევე პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, იკვეთება კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების შესაძლებლობები, მათი დასაქმებულობა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტურიზმში, პიროვნული განვითარება, დემოკრატიულობა, მოქალაქეობრივი ღირებულებები.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და დემოკრატიულ-ჰუმანურ ფასეულობებზე ორიენტირებული ბაკალავრების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ტურიზმის სპეციალობით, რომელთაც ექნებათ თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაში საქმიანობისთვის შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ბიზნესის სისტემაზე, ბიზნესის ადმინისტრირების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რათა გააცნობიერონ და შემოქმედებითად გაიაზრონ ბიზნესსა და ბაზარს შორის კავშირურთიერთობების დიალექტიკა, რომ იცოდნენ ტურიზმის კატეგორიები, ფორმები და სახეები, ტურისტული ტერმინოლოგია, გარკევულნი იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის სტრუქტურაში, მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებში; გაიზრონ ტურისტული ინდუსტრიის როლი და მნიშვნელობა, როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ ასპექტში; რომ იცოდნენ ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, ტურისტული საწარმოების მართვის საკითხები, შეძლონ ტურიზმის სფეროში მოღვაწეობა და კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება, შეიძინონ პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის აქტუალობა მდგომარეობს საზოგადოებაში ტურიზმის დარგისადმი დიდი ინტერესით. ქვეყნის კანონში ტურიზმისა და კურორტების შესახებ სახელმწიფო აღიარებს, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. იგი ხელს უწყობს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გვევლინება დადებით ფაქტორად, რომელიც ხელს უწყობს ხალხთა შორის ნდობას და პატივისცემის უფრო მაღალი დონის მიღწევას, ურთიერთშემეცნებასა და გაგებას. ტურიზმის სფეროს აქტუალობა მდგომარეობს ქვეყნებსშორისი მშვიდობისა და ურთიერთგაგების ძირითადი ფაქტორის სტატუსის ქონაში, მსოფლიო ვაჭრობისა და სახელმწიფოთაშორისი კულტურული კავშირების დამყარების საკითხში. ტურიზმს გააჩნია დიდი პოტენციალი გახდეს ახალი ეკოლოგიური მსოფლმხედველობის ფორმირებაში წამყვანი როლის შემსრულებელი, რომელსაც გააჩნია მასობრივი ხასიათი და რომელიც ყველა სახის ჯგუფებს მოიაზრებს (ასაკობრივს, განათლების სხვადასხვა დონის, პროფესიული ნიშნით და სხვ.).

მსოფლიოში ტურიზმი არის დინამიურად განვითარებადი ეკონომიკის დარგი და შემოსავლების წყარო ყველა დონის ბიუჯეტისთვის. იგი ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას. წარმოადგენს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოქმედფაქტორს. თანამედროვე ტურიზმის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისისა, აღინიშნება შიდა ტურისიტული ნაკადების ზრდა. ტურისტული ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციებია: რეგიონალური განვითარების გაძლიერება, ახალი ტურისტული ცენტრების გახსნა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, ინტერნეტ-გაყიდვების განვითარება, MICE-ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება. ზემოანიშნულიგარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამა.