English
EN GE

სწავლის შედეგები

ტურიზმის დამატებითი (minor) პროგრამის სასწავლო კომპონენტების (სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილია ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევა.

ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის გავლის შედეგად სტუდენტმა იცის:

  • ტურიზმის როლი ადამიანის ცხოვრებაში და ტურისტული მომსახურებისადმი მომხმარებელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები /მოლოდინები. ტურიზმის ძირითადი ცნებები და სახეობები, ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა; 
  • ტურიზმის მმართველობითი კატეგორიების,ტურიზმის , როგორც მენეჯმენტის ობიექტისა და ტურიზმის მენეჯმენტის სისტემა.
  • ტურიზმის სფეროში მარკეტინგის კონცეფციის რეალიზაციის თავისებურებები; ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის პრინციპები; ტურისტული პროდუქტის მიზნობრივი ბაზრის შეფასების კრიტერიუმები;
  • საერთაშორისო ტურიზმის სფერო, რომელიც მოიცავს ტურიზმის განვითარების ისტორიის, ძირითადი ფაქტების, დეფინიციების, პრინციპებისა და პროცესების კრიტიკულ გააზრებას.
  • საერთაშორისო ტურიზმის განვითარების გლობალური და რეგიონული ასპექტები.
  • ტურიზმის პროექტირების არსი, მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის და ტურისტული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები; ტურისტული მარშრუტის ტექნოლოგია; ტურისტული ფირმის ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმრო ბიზნესის განვითარების, სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები, სასტუმროს სტრუქტურა, სასტუმროს პერსონალის ფუნქციები, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • საერთაშორისო და რეგიონულ ტურისტულ ბაზარზე ტურიზმის მნიშვნელოვანი სეგმენტი – კულტურული ტურიზმის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები; გააცნობიერებული აქვს კულტურული ტურიზმის როლი და ადგილი საერთაშორისო მოგზაურებებში; შეისწავლა კულტურული ტურიზმის ბაზარი.
  • ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული დარგის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ფაქტორის ადგილისა და როლის მნიშვნელობა; იცის ტურიზმის სფეროში ბიზნეს–გეგმების შედგენისა და განხორციელების თეორიული ასპექტები.
  • ტურიზმის გეოგრაფიის საგანი და ამოცანა, კვლევის ობიექტები და ფლობს ღირსშესანიშნაობების მიმოხილვის მეთოდიკას. შეისწავლა ტურისტული რაიონები, მათი იერარქია დ ტიპოლოგია, „დსთ“–ს ტურისტულ–რეკრეაციული ზონები და რაიონები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


სტუდენტს შეუძლია ტურიზმის ძირითადი სახეობების/მიმართულებების შეფასება და ახდენს მათ ჩართვას ტურის დაგეგმვისას, ტურისტულ საწარმოში შეუძლია საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და რესურსების განაწილება.

კურსდამთავრებულს შეუძლია :

  • მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის ორგანიზაცია; ტურპროდუქტის პოზიციონირება ბაზარზე;
  • ტურის დაგეგმვა და განხორციელება, იყენებს ტრანსნაციონალური ტუროპერატორული კომპანიების სფეროში მიმდინარე პროცესების ექსპერტული შეფასების მეთოდიკას; იყენებს ტურისტულ ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ტექნოლოგიების/ხერხების დადგენის მეთოდურ ასპექტებს; 
  • ტურისტული საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის/მასალის განმარტება, შეპირისპირება, შეფასება, განზოგადება, შედარება და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა.
  • სასტუმრო და საცხოვრებელი დაწესებულებების მართვა; სასტუმროთა ტექნიკური და ორგანიზაციული (განთავსება, ტრანსპორტით, კვებით და სასტუმრო სხვა სერვისით მომსახურება) ხასიათის პრობლემების გამოვლენა და ანალიზი;
  • საერთაშორისო ტურისტული რესურსული პოტენციალის შერჩევა და შეფასება; საერთაშორისო ტურისტების უსაფრთხოების წესების დაცვა; საერთაშორისო ტურისტის უფლებების განსაზღვრა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კლასიფიცირება და მათი ეფექტური გამოყენება ტურისტული პროდუქტის ფორმირების პროცესში; კულტურული ტურიზმის თავისებურებების გამოკვეთა და მათი ფორმულირება; 
  • ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით ტურისტული ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა; ტურისტულ საწარმოებში ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, სინთეზი.
  • შეაფასოს ფიზიკური რეკრეაციისათვის განკუთვნილ ეკიპირებაში გამოყენებული ტექნოლოგიები. პრაქტიკულად გამოიყენოს ეს ეკიპირება და სწორი რჩევები მისცეს ტურისტს მათი შეძენის თუ გამოყენების პროცესში.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია :

  • ტურიზმის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და მისი გააზრება დროისა და სივრცის მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისი დასკვნების გამოტანა; 
  • ტურიზმის სფეროს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემის ანალიზი, სტრუქტურირება და გადაჭრა, ასევე პროექტების შემუშავება და მართვა, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა და კონტროლი.
  • შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგების სწორად ფორმულირება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
  • სასტუმრო ბიზნესის პრობლემების პროგნოზირება და შეფასება.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია :

  • კომუნიკაცია ტურიზმის საკითხებზე და დისკუსიაში მონაწილეობა შესაბამისი არგუმენტაციითა და ტერმინოლოგიის გამოყენებით. 
  • ტურიზმის საკითხებზე წერილობითი ანგარიშის და პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და წარდგენა სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან.
  • ტურიზმის სფეროში ცალკეული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების გააზრების მიზნით,  ხელმისაწვდომი ლიტერატურისა და არსებული რესურსების გამოყენებით გაიღრმავოს ცოდნა.
  •  სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავება;
  • ინფორმაციის წყაროების (ბიბლიოგრაფია, დოკუმენტები, ვებ-გვერდები) მოძიების, რეალური წყაროს განსაზღვრისას სტუდენტი არსებული რესურსების დახმარებით საკუთარი სწავლების მართვა და მისი შეფასება.

ღირებულებები

კურსდამთავრებული  :

  • იაზრებს რა ტურიზმის განვითარების როლს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, მიზანდასახულად მიისწრაფის საზოგადოებრივი ფასეულობების დამკვიდრებისაკენ, პატივს სცემს ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
  • იცავს ეთიკურ ნორმებს. გააცნობიერა ტურიზმის შემეცნებითი, კულტურულ–გამაჯანსაღებელი როლი ადამიანის ცხოვრებაში; აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობას ტურისტულ ორგანიზაციაში და საზოგადოებაში.