English
EN GE


პროგრამის მიზანი

ტურიზმის დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტს მიიღოს დამატებითი კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები ტურიზმის სფეროში, იცოდეს ტურიზმის კატეგორიები, ფორმები და სახეები, ტურისტული ტერმინოლოგია, გაიზროს ტურისტული ინდუსტრიის როლი და მნიშვნელობა, იცოდეს ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, ტუროპერეიტინგის, სასტუმროს მენეჯმენტის და სხვა საკითხების დეტალები.

სფეროს აღწერა

ტურიზმის აქტუალურობა გამოწვეულია საზოგადოებაში ტურიზმის დარგისადმი დიდი ინტერესით. ქვეყნის კანონმდებლობაში ტურიზმისა და კურორტების შესახებ სახელმწიფო ტურიზმს აღიარებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. საგანმანათლებლო პროგრამა არის დამატებითი სპეციალობის შეძენის მსურველთათვის. მთლიანობაში Minor პროგრამა ორიენტირებულია საბაზო უნარ-ჩვევების შეძენაზე. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტის ინდივიდუალური ანალიტიკური უნარების ფორმირებას, განვითარებას, კარიერული შესაძლებლობის გაფართოებას.