English
EN GE
1`11

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს გააჩნია:

  • გლობალიზაციის პირობებში საბანკო ბიზნესში არსებული პრობლემებისა და მათი რეგულირების მექანიზმის აღწერის, ურთიერთდაკავშირებისა და ერთმანეთისგან განსხვავების უნარი;
  • საბანკო-საფინანსო სფეროს, მისი ორგანიზაციული საფუძვლების, რეგულირებისა და მართვის პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნის დემონსტრირების უნარი; 
  • საბანკო-საფინანსო ბიზნესისათვის დამახასიათებელი სპეციფიური მეთოდებისა და საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა, ცოდნის კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგების უნარი;
  • საბანკო კონკურენციის საკითხების ღრმა ცოდნა;
  • საბანკო-საფინანსო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნის დემონსტრირების უნარი;
  • საინვესტიციო პოლიტიკის, საერთაშორისო ინვესტიციების, მათი განხორციელებისა და რეგულირების მექანიზმების ღრმა ცოდნის საფუძველზე ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობიერების უნარი; 
  • საბანკო და საფინანსო სფეროს კომპანიების ბიზნეს-საქმიანობის სპეციფიკის, მისი მართვისა და სტრატეგიის შემუშავება/ განხორციელების და განვითარების საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნის საფუძველზე ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების უნარი.
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედებას; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას;
  • კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში ორიენტირებას, ფინანსური რისკ-ფაქტორების განსაზღვრას, ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას;
  • სტრატეგიული საფინანსო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;
  • უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას

დასკვნის უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • საბანკო ბიზნესთან დაკავშირებული რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • საბანკო ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და ცვლილებების უახლესი კვლევების შედეგებზე და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით საბანკო-საფინანსო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, პროგნოზების შემუშავება და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • კონკრეტული საფინანსო დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივების შესახებ არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • არსებული ბიზნეს-გარემოს შესწავლის და უახლესი კვლევების შედეგების საფუძველზე საბანკო-საფინანსო დაწესებულების საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკის შეფასება და ოპტიმალური საინვესტიციო პორტფელის შესახებ არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • კომერციული ბანკების და სხვა საფიანანსო დაწესებულებების ბიზნეს-საქმიანობის შესახებ რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზისა და ბიზნეს-რისკების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და ბიზნეს-საქმიანობის შესაძლებლობის, პერსპექტივების განსაზღვრა და დასაბუთება.

კომუნიკაციის უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია :

  • თავისი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის მეთოდების შესახებ კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;
  • ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება, საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა, კომუნიკაცია ბიზნეს-პარტნიორებთან და კლიენტებთან, კომუნიკაციის მიზნით სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, გამოყენებით;
  • სამუშაო ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია - სამუშაოს მიზნების და ამოცანების გამოკვეთა, მოსალოდნელი შედეგების აღწერა, ტრეინინგები, შესრულებული სამუშაოს შეფასება, შრომითი კონფლიქტების მართვა, კონფლიქტის მოგვარება კომუნიკაციის გზით და სათანადო ღონისძიებების მომზადება; 
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე საქმიანი მიმოწერა, დოკუმენტაციის შედგენა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაციის ან/და კვლევითი პროექტის დამოუკიდებლად მომზადება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გათვალისწინებით და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა.

სწავლის უნარი

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია

  • ბიზნეს-საქმიანობასთან და საბანკო მენეჯმენტთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების და მოწინავე გამოცდილების გაზიარება, უახლესი მონაცემებისა და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და შესწავლა;
  • სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა; 
  • დამოუკიდებლად ცოდნის და კომპეტენციების სრულყოფა და მუდმივი განახლება, სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა და შემდგომი (დოქტორანტურაში) სწავლის საჭიროებების ობიექტურად განსაზღვრა.

ღირებულებები

მაგისტრატურის კურსდამთავრებული:

  • აფასებს თავის და სხვების დამოკიდებულებას ღირებულებებისადმი და წვლილი შეაქვს ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში 
  • აღიარებს, იცავს დარგობრივი ეთიკის ნორმებს და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოდ ეთიკური ღირებულებებისა და პრინციპების ფორმირების პროცესში, ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად. 
  • აღიარებს კორპორაციული მართვის საერთაშორისო პრინციპებს, საერთაშორისო სააღრიცხვო და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და ხელს უწყობს/მონაწილეობს მათ დამკვიდრებაში.