English
EN GE

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გააჩნია ფართო/ზოგადი ცოდნა ფინანსების სფეროში, კერძოდ:

  • ფლობს ფინანსების მეცნიერების თანამედროვე პრინციპებს, კონცეფციებსა და მეთოდებს, პროფესიულ საქმიანობისათვის აუცილებელ ცოდნას; 
  • იცნობს ბიზნეს- ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს;
  • იცის ბიზნეს–საქმიანობის ანალიზის და შეფასების რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები;
  • აქვს ორგანიზაციების ეროვნული და გლობალური ეკონომიკური გარემოს შესახებ ცოდნა; 
  • გააჩნია ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების: ოპერაციული მენეჯმენტის, პროექტების მართვის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ფინანსებისა და ბუღალტერიის, ზოგადი მენეჯმენტის, მართვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა და აცნობიერებს მათ ურთიერთკავშირს;
  • აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრრებულს შეუძლია:

  • ელექტრონული ცხრილების გამოყენება ბანკისა და საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციის მუშაობის შედეგების ანალიზისთვის, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • კომპანიის ფინანსური ანალიზი წინასწარ განსაზღვრული მითითებების და ინსტრუმენტების გამოყე¬ნებით;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და წარდგენა არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ზოგადად საკრედიტო სფეროში და კონკრეტულად საბანკო სექტორში არსებული რისკების შეფასება წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და მეთოდების შესაბამისად;
  • ფინანსური მენეჯმენტის ეფექტურ მეთოდების გამოყენება კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • საკრედიტო სფეროსთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
  • პრაქტიკაში გამოიყენოს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მართვის აპრობირებული მეთოდები და პრინციპები წინასწარ განსაზღვრული მითითებების მიხედვით;
  • რისკის დაზღვევის მოწინავე ხერხებისა და მეთოდების პრაქტიკაში რეალიზაცია მითითებების შესაბამისად;
  • პრაქტიკული ხასიათის საინვესტიციო პროექტების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • წინასწარი მითითებებით, დარგში არსებული საინფორმაციო ბაზის გამოყენება, პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელებისთვის.
  • საფინანსო სფეროსათვის დამახასითებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება; 
  • სპეციფიკური სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი არსებული მეთოდების გამოყენებით;
  • სფეროს შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირებია, ანალიზი და დასაბუთებული დასკვნის გაკეთება
  • საფინანსო და საბანკო სფეროში მიმდინარე ტენდენციების და არსებული რეალობის შესახებ დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, ზოგიერთი მეთოდის გამოყენებით. 
  • ინვესტირებასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებული ახალი და კონკრეტული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება. 
  • პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების შესახებ ინფორმაციის წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის (და არასპეციალისტებისთვის) გადაცემა;
  • მონაცემთა ბაზების გამოყენებით არსებული ინფორმაციის გაანალიზება;
  • საჭიროების შემთხვევებში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოს დისტანციური მართვა;
  • კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან (და არა სპეციალისტებთან) ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზეტაცია.

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია :

  • სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნის თანამიმდევრული შეფასება და სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მოცე¬მუ¬ლი დარგის რომელ სფეროში გაიღრმაოს ცოდნა;
  • დამოუკიდებლად, შესაბამისი, უახლესი ლიტერატურის გამოყენებით აიმაღლოს ცოდნის ხარისხი;
  • ბიზნესის შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვება, დაჯგუფება, დამუშავება და მიღებული ახალი ცოდნის ინტერპრეაცია;
  • მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება.

ღირებულებები

კურსდამთავრებული :

  • აცნობიერებს ბიზნესის სფეროში მოქმედ აუცილებელ ზოგად და პროფესიულ ღირებულებს; 
  • მონაწილეობას იღებს მოწინავე ღირებულებებისა და ფასეულობების ფორმირება-დამკვიდრების პროცესში;
  • მიისწრაფვის ახალი პროგრესული ღირებულებების დასამკვიდრებლად ზოგადად საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესის სფეროში; 
  • მონაწილეობს ბიზნესის სფეროში ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.