English
EN GE

პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ფინანსებში აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფინანსების, ფინანსური აღრიცხვის, საბანკო საქმის, სადაზღვევო საქმის საკითხებზე. შეძლებს, როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებში, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო სექტორში მოღვაწეობას და კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებას, შეიძენს პროფესიულ, კარიერისათვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, პროგრამის მიზანია მომზად¬დეს შიდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფინანსისტი, რომელსაც ფართოდ ეცოდინება ბიზნესის სფერო, ექნება დარგობრივი და ტრანსფერული უნარები; პროფესიული მოვალეობების შესრულების, მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების და ინოვაციების გათვალისწინების, ცოდნის და კომპეტენციების მუდმივი განახლებისა და პროფესიული განვითარების, ეთიკური ნორმების დაცვისა და ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის მოტივაცია; სოციალური და მოქალაქეობრივი პოზიცია; პროფესიული და პირონული პასუხისმგებლობა.

პროგრამის აქტუალობა

საფინანსო სექტორი უდავოა, რომ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში. ბოლო წლების განმავლობაში, საფინანსო სექტორის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში სტაბილურ ზრდას და განვითარებას განიცდის. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნილება მაღალკვალიფიციურ ფინანსისტებზე, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მასთან დაკავშირებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ამრიგად, შეთავაზებული საბაკალავრო პროგრამის აქტუალობას განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესები, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და საბაზრო ინსტიტუტების განვითარება და აქედან გამომდინარე, დამსაქმებელთა მოთხოვნები.