English
EN GE

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული შეიძენს დარგის სპეციალისტის მაღალკვალიფიციური სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რომლებიც წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას.
დამატებითი სპეციალობის სასწავლო კურსები განკუთვნილია სასწავლო ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის. პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია აისახება დიპლომსა და დიპლომის დანართში.

ცოდნა და გაცნობიერება

  • სტუდენტმა იცის:
  • მიკროეკონომიკის, ბიზნესის, აღრიცხვის, მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების ცოდნა;
  • საწარმოს შრომითი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირების, ბიზნეს-ოპერაციების, საწარმოო ფუნქციების შეფასებისა და ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია;
  • სტუდენტი აცნობიერებს: 
  • ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მისი გარემოსთან ურთიერთქმედების საკითხებს;
  • თანამედროვე კომუნიკაციების როლს მენეჯმენტში;
  • მენეჯერული თვისებებისა და ხელმძღვანელობის საკუთარი (ინდივიდუალური) სტილის გამომუშავების აუცილებლობას მეურნეობის ცალკეული დარგების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტს შეუძლია:

  • მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება, მმართველობითი უნარების დემონსტრირებითა და მენეჯმენტის მეთოდოლოგიის გამოყენებით
  • კონფლიქტების მართვა, საშტატო განრიგის შედგენა, პერსონალის მოტივირება, და წარმოების, მატერიალური და არამატერიალური ნაკადების დაგეგმვა; 
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად სამუშაოთა ორგანიზებას;
  • საწარმოს წინაშე წამოჭრილი რისკების შეფასება, ორგანიზაციის მიზნების განსაზღვრა;
  • ზოგიერთი გამორცეული მეთოდის გამოყენებით მენეჯმენტის ოპერაციული სისტემის სრულყოფა, მმარტველობით ღონისძიებათა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება.

დასკვნის უნარი 

  • სტუდენტს შეუძლია:
  • მმართველობით საქმიანობაში რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, ალტერნატივების შეფასებისა და ოპტიმალური ვარიანტის გამოყენების დასკვნის მიღების შედეგად
  • ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ახალი და კონკრეტული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება;
  • პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და დაცვა.

კომუნიკაციის უნარი

  • ფლობს კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის და არასპეციალისტებისთვის გადაცემის უნარს;
  • შეუძლია კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან და არა სპეციალისტებთან ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • კომუნიკაციის სათანადო ფორმების გამოყენება პერსონალის მოტივირებისა და კონფლიქტების მართვის/მათი თავიდან აცილების მიზნით;
  • შეუძლია ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზეტაცია. 
  • სწავლის უნარი
  • შეუძლია მენეჯმენტის სფეროში კარიერული განვითარებისათვის აუცილებელი სწავლისა და პროფესიული დახელოვნების საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა, 
  • შეუძლია ცოდნის რეგულარულად განახლება დარგობრივი ლიტერატურის გაცნობითა და პრაქტიკაში სიახლეების მიდევნების გზით; 
  • შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით და ინტერნეტის გამოყენებით; გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები.

ღირებულებები

  • გაცნობიერებული აქვს მენეჯმენტის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულები; 
  • პატივს სცემს პროფესიული ეთიკას და განუხრელად იცავს მას, ორგანიზაციის შიდა სტრუქტურაში დამის გარეთ.