English
EN GE

პროგრამის მიზანი

დამატებითი სპეციალობის მენეჯმენტის პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს ფართო ცოდნა მიკროეკონომიკის, ბიზნესის, ბუღალტრული აღრიცხვის მენეჯმენტის თეორიებისა და პრინციპების შესახებ, რაც საფუძველს მისცემს მათ ჩამოყალიბდნენ თანამედროვე მენეჯერებად, რომლებიც ექნებათ ბიზნეს-პროცესების კრიტიკულ გააზრების უნარი და გაცნობიერებული იქნებიან ბიზნეს საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებში, მენეჯმენტის სფეროში პროფესიული საქმიანობისათვის და აკადემიური კარიერის გაგრძელებსიათვის აუცილებელი ცოდნა და მენეჯერის რიგი პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ბიზნეს-სექტორში პირადი ინიციატივების გამოვლენის, სახელმწიფო, სამეწარმეო და არაკომერციული სუბიექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველობით სტრუქტურების საწყის რგოლებში დასაქმებისათვის მნიშნელოვანი უნარები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან მენეჯმენტის თეორიულ საფუძვლებს, მიღებენ აუცილებელ ცოდნას მარკეტინგში, პროექტის მენეჯმენტში, ოპერაციულ და სტრატეგიულ მენეჯმენტსა და მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. მენეჯმენტის დამატებითი სპეციალობის ამოცანაა გამოუმუშავოს სტუდენტს მენეჯმენტის პრაქტიკული უნარი, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის გაძღოლის უნარ-ჩვევები ჩვევები.

სფეროს აღწერა

საზოგადოებრივი პრაქტიკის ძირითადი სფეროები თანამედროვე პირობებში ინტენსიურად ექვემდებარება კომერციალიზაციის პროცესს, რის კვალობაზეც ხდება ბიზნესის სამყაროს სულ უფრო გაფართოება და გართულება. დინამიური ბიზნეს გარემოს პირობებში იზრდება მოთხოვნა ცოდნასა და მსოფლმხედველობაზე, რომლებიც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებების, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მისი ცივილიზებული, ეთიკური ნორმების ფარგლებში წარმოების მნიშვნელობის გააზრებასა და გათავისებას. კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების მენეჯმენტი გულისხმობს ბიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომების ფლობას, მმართველობითი გადაწყეტილებების მიღებისა და რეალიზაციის, სწრაფად ცვალებად გარემოში თავისუფალი, დამოუკიდებელი და იმავდროულად რაციონალური აზროვნების უნარს. ამდენად, პოპულარობა, რომლითაც მენეჯმენტის სპეციალობა სარგებლობს სავსებით კანონზომიერი და ლოგიკურია. მენეჯმენტის დამატებითი პროგრამა პასუხობს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის მისიას, მოამზადოს მაღალი ზნეობისა და ფასეულობების მატარებელი კვალიფიციური კონკურენტუნარიანი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.