English
EN GE

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გააჩნია ფართო/ზოგადი ცოდნა მენეჯემენტის სფეროში. კერძოდ:

  • მას გააჩნია პროექტების მართვის თანამედროვე კონცეფციების, საწარმოს შრომითი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირების, ბიზნეს-ოპერაციების, საწარმოო ფუნქციების შეფასებისა და ოპტიმიზაციის მეთოდების ცოდნა; 
  • აქვს მენეჯმენტის ძირითადი ცნებების, მართვის კონცეფციების, სტრატეგიული ხედვის ფორმირებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესახებ ფართო და საფუძვლიანი ცოდნა; 
  • ფლობს მენეჯმენტის ინფორმაციული სისტემების მართვისა და ორგანიზაციის, სხვადასხვა სახის რისკების მართვის თანამედროვე ინსტრუმენტების შესახებ მყარ ბაზისურ ცოდნას; 
  • იცის საერთაშორისო მენეჯმენტის თავისებურებები, ძირითადი ფუნქციები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები; 
  • იცის ფინანსების არსი და ფუნქციები, საფინანსო სისტემა; საოჯახო მეურნეობების, ფირმებისა და კორპორაციების ფინანსების არსი და ფუნქციები; საჯარო ფინანსების არსი, ფუნქციები და მნიშვნელობა.
  • აცნობიერებს ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მისი გარემოსთან ურთიერთქმედების კრიტიკული ანალიზის აუცილებლობას, თანამედროვე კომუნიკაციების როლს მენეჯმენტში, მენეჯერული თვისებებისა და ხელმძღვანელობის საკუთარი (ინდივიდუალური) სტილის გამომუშავების აუცილებლობას მეურნეობის ცალკეული დარგების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • შეუძლია ბიზნეს-გარემოს ანალიზისათვის შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიება, გამოყენება და ბიზნეს-პროექტების ცალკეული კომპონენტების შემუშავება; 
  • ორგანიზაციის წინაშე მდგარი მმართველობითი პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წინასწარ განსაზღვრული მითითებების მიხედვით, შესაბამისი საბაზისო დოკუმენტების მომზადება; 
  • შეუძლია სხვადასხვა სახის სტრატეგიული ხედვის შერჩევაში, ადაპტაციაში, გეგმის შემუშავებასა და სტრატეგიის რეალიზაციაში მონაწილეობა; 
  • ბიზნეს-ოპერაციების მართვის, პროექტებისა და ოპერაციულ მენეჯმენტში გამოყენებული მოდელებისა და მეთოდების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება შესაბამის მითითებებზე დაყრდნობით;
  • შეუძლია ინოვაციების ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის პროექტებში მონაწილეობა, აგრეთვე, საერთაშორისო მენეჯმენტის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა სათანადო ინსტრუქციების საფუძველზე; 
  • სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება ფირმაში სხვადასხვა სახის რისკების გამოსავლენად და მათი მართვის პრობლემების გადასაჭრელად; 
  • შეუძლია ფინანსების დარგში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება;
  • ცვალებად გარემოში ადაპტაცია და გუნდური გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა.

დასკვნის უნარი

  •  შეუძლია მენეჯმენტის სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT), ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების  ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით ფირმის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად; 
  •  შეუძლია ორგანიზაციის მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია, გამოცალკევება, შედარება, მიღებული შედეგების ფორმულირება, მართვის თანამედროვე პრინციპებზე აგებული  დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება და შერჩეული მიდგომის დასაბუთება; 
  •  მენეჯმენტის სფეროში არსებული ტენდენციებისა და რეალობის, ასევე მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების შესახებ დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება.

კომუნიკაციის უნარი

  • ფლობს კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების შესახებ ინფორმაციის წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის (და    არასპეციალისტებისთვის) გადაცემის უნარს;
  • შეუძლია მონაცემთა ბაზების გამოყენებით არსებული ინფორმაციის გაანალიზება;
  • საჭიროების შემთხვევებში შეუძლია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოს დისტანციური მართვა;
  • შეუძლია კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან (და არა სპეციალისტებთან) ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • შეუძლია ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზეტაცია;

სწავლის უნარი

  • აქვს ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში ცოდნის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და შეუძლია საკუთარი სწავლის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა;
  • შეუძლია დამოუკიდებლად, შესაბამისი უახლესი ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის ხარისხის ამაღლება;
  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენა და სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება.

ღირებულებები

  • გაცნობიერებული აქვს ბიზნესის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულები; 
  • მონაწილეობას იღებს მოწინავე ღირებულე¬ბე¬¬ბისა და ფასეულობების ფორმირება-დამკვიდრების პრო¬ცესში;
  • მიისწრაფვის ახალი პროგრესული ღირებულებების დამ¬კვიდ¬რებისაკენ ზოგადად საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესის სფეროში;