English
EN GE

სწავლის შედეგები

სამაგისტრო პროგრამის ყველა (სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი) კომპონენტების ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მეორე (სამაგისტრო) საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი უნდა ფლობდეს თანამედროვე აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნას სოციალური ურთიერთქმედებების კომპლექსურ საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და ორიოგინალური გზით გადაჭრის პრაქტიკული კომპეტენცია, საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე მაგისტრს უნდა შეეძლოს დარგის კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენება კვლევითი პროექტისათვის

ა) ცოდნა და გაცნობიერება:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას, აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;
კერძოდ ექნება თანამედროვე აქტუალურ კლევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

  • გლობალიზაციის პირობებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში გლობალური და ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოწესრიგების გზები;
  • ორგანიზაციის მართვის საფუძვლების პრინციპები 
  • ადამიანური რესურსების მართვის დამახასიათებელი სპეციფიური მეთოდებისა და საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა, ცოდნის კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგება;
  • ადამიანური რესურსების სტრატეგიული როლის გაცნობიერება და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკების დაგეგმვა ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე 
  • შრომის საკანონმდებლო ბაზა, სადავო სიტუაციების პრევენცია, ორგანიზაციის და დამსაქმებლის უფლებები და მოვალეობები;
  • ჩაღრმავებული ცოდნა კადრების მოზიდვა / შერჩევის, სწავლების, კარიერული განვითარების, შესრულების მართვის და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით
  • ორგანიზაციული ცვლილებების მართვის საფუძვლები და ტექნიკები, ეფექტიანი გუნდების ჩამოყალიბების პრინციპები.


ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:

  • კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას;
  • კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში ორიენტირებას, ორგანიზაციული რისკ-ფაქტორების განსაზღვრას, ადამიანური რესურსების სტრატეგიის შემუშავებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას;
  • სტრატეგიული საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;
  • უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას.
  • ორგანიზაციული დიაგნოსტიკის განხორციელებას.

გ) დასკვნის უნარი:

პროგრამის კურსდამთავრებულს გამომშავებული აქვს რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი

კერძოდ სტუდენტი შეძლებს:

  • ორგანიზაციული განვითარების დონის განსაზღვრას, დიაგნოსტირებას და ადამიანური რესურსების სფეროში კრიტიკული საჭიროებების დასაბუთებული ჩამოყალიბებას;
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე პროცესების და ცვლილებების უახლესი კვლევების შედეგებზე და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის არმ სტრატეგიისა და ოპერაციული არმ-ს კრიტიკული ანალიზს, პროცესების აუდიტს. 
  • სამუშაო გარემოში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას და გაუმჯობესების გზების დაგეგმვას; 
  • რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;
  • კვლევის მონაცემების ინტერპრეტირებას, მონაცემთა სიმრავლის, ან არასრული მონაცემების პირობებში ადექვატური დასკვნის გაკეთებას

დ) კომუნიკაციის უნარი:

პროგრამის კურსდამთავრებული გამოიმუშავებს კომპეტენციას, მოახდინოს თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით,
კერძოდ მაგისტრს შეუძლია

  • კონკრეტული დარგობრივი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მის სტრუქტურირება და აკადემიური თუ ფართო საზოგადოებისათვის მისი წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, 
  • კვლევის მასალის დამუშავების შედეგების სტრუქტურირებული და თანამიმდევრული სახით ჩამოყალიბება როგორც წე¬რი¬¬ლო¬ბი¬თი, ისე ზეპირი ფორმით;
  • სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (მეორადი მონაცემების) ანალიზი;
  • წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ზეპირი წარდგენა;
  • კონკრეტულ პრობლემაზე საკუთარი მოსაზრების წერილობით გადმოცემა; 
  • შეუძლია კვლევის შედეგების გადმოცემა, წერილობითი ან ზეპირი, სრული თუ განზოგადებული ფორმით

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია
შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან პროფესიულ საკითხებზე, საკამათო საკითხების არსებობისას კომუნიკაციის სწორი ფორმებით წარმართვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:
ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, საინფორმაციო ტექნოლოგიების როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;

ე) სწავლის უნარი:

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრმა უნდა შეძლოს სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე,

კერძოდ სტუდენტს შეუძლია

  • უწყვეტი განათლების (მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის) საჭიროების გაცნობიერება;
  • საკუთარი სწავლის მისწრაფებების განსაზღვრა გარემოს და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ცოდნის გაღრმავების სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება
  • საკუთარი ცოდნის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების გაცნობიერების მიზნით, მომავალი სწავლის სტრატეგიის შემუშავება და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების უნარის გამომუშავება; 
  • გამოცდილებითი სწავლების მეოხებით პიროვნული ზრდის გამოცდილება.

ვ) ღირებულებები:
         

  • სტუდენტმა იცის სამეცნიერო პოლემიკის, სხვა ავტორების ნაშრომების ციტირების და შედეგების გამოყენების წესები და ეთიკა. შეუძლია ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
  • აცნობიერებს კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობის ამოსავალ ღირებულებებს და შეუძლია აღნიშნული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.
  • გამომუშავებული აქვს კრიტიკის კორექტულად გამოთქმისა და მიღების უნარი;
  • ისწრაფვის პიროვნული ზრდისა და პერმანენტული თვითგანვითარებისკენ .
  • პროფესიული კორექტულობა (მეცნიერული ეთიკის სტანდარტების დაცვა).