English
EN GE

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მისიიდან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის და პრაქტიკული მოქმედებების უნარის მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ ფართო ცოდნა ბიზნეს-ორგანიზაციების (სახელმწიფო, კომერციული და არაკომერციული სუბიექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვ.) ეკონომიკური გარემოს და ამ ორგანიზაციების მართვის შესახებ და შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ბაკალავრისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

პროგრამა მოწოდებულია მისცეს სტუდენტს ცოდნა ბიზნესის, ფინანსების, მენეჯმენტის და მარკეტინგის თეორიებისა და პრინციპების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული ცნობიერების ფორმირებას, ასევე მისცეს სტუდენტს საკუთარი აკადემიური პროფილის ფორმირების შესაძლებლობა მენეჯმენტი-მარკენტიგის, ფინანსები-ბუღალტრული აღრიცხვის, ან საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით, შესაბამისი კონცენტრაციის არჩევით საბაკალავრო პროგრამის დარგის სასწავლო კომპონენტის ფარგლებში


პროგრამა ორიენტირებულია, გამოუმუშავოს სტუდენტს ინფორმაციის მოძიებისა და კომუნიკაციის ეფექტური უნარ ჩვევები, განუვითაროს სტუდენტს მშობლიურ და პროფესიული დისკუსიისთვის (B2+) დონეზე უცხო ენაზე კომუნიკაციის კომპეტენცია.

პროგრამის ამოცანაა, გამოუმუშავოს სტუდენტს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიტიკური მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უნარები. გააცნოს სტუდენტი სფეროში ეფექტური პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის საფუძვლებს, დანერგოს კურსდამთავრებულებში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის, ფუძემდებლური მენეჯერული და ეთიკური ღირებულებების გააზრება და პრაქტიკულ საქმიანობაში თანამედროვე პროფესიული კატეგორიებით აზროვნების უნარის გამომუშავება, რაც აუცილებელი წინაპირობაა განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე პროფესიონალის ჩამოყალიბებისათვის.

დარგის პრაქტიკულ გამოწვევების გასათავისებლად, აგრეთვე დარგის ანალიზისა და მცირე ფორმატის კვლევითი სამუშაოს ჩატარებას უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკის კურსის გავლა და სწავლის პერიოდში დაგროვებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე საბაკალავრო ნაშრომის შესრულება.

პროგრამის აქტუალურობა

წინამდებარე საბაკალავრო პროგრამით ბაკალავრის მომზადების აქტუალობა განპირობებულია შერეული, მრავალწყობიანი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ინსტიტუტებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუქცევადი ხასიათით. მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პრო¬ცე¬სები, საქართველოში სა¬ბაზ¬რო ეკონომიკის ჩამოყალიბება და საბაზრო ინსტიტუტების განვითარება და აქედან გამომდინარე, დამსაქმებელთა მოთხოვნები. აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მასთან დაკავშირებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. თანამედროვე კომპანიების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნილებით ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვთ გლობალურ ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება ამასთან, გაცნობიერებული აქვთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და უნარი შესწევთ კერძო და სახელმწიფო ინტერესები მოაქციონ ჰარმონიულ ურთიერთობათა ჩარჩოში.