English
EN GE

ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს სეუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო მასალებით მომსახურებას;

სეუ-ს ბიბლიოთეკის კომპეტენცია:

  • ბიბლიოთეკა განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ მიწოდებულ ნუსხაში მითითებულ საჭირო სახელმძღვანელოების მოძიებას და უზრუნველყოფს მათ შეძენას; 
  • აწარმოებს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტ აღრიცხვას - კომპიუტერში შეტანას, სპეციალური კატალოგების შექმნას, წიგნების საიმედოდ შენახვის უზრუნველყოფას, მკითხველების აღრიცხვას, დაზიანებული წიგნების აღდგენას, გაცემულ წიგნებზე დაბრუნების კონტროლს, ფირების, კომპაქტდისკების კატალოგების შექმნას, რომლებიც დამუშავებული იქნება საგნობრივი და სხვა საბიბლიოთეკო პრინციპებით; 
  • ახდენს წიგნების ფონდის პერიოდულ შესწავლას და შემოწმებას;
  • ახორციელებს ფონდის კატალოგიზაცია-კლასიფიკაციას; 
  • ახორციელებს ფონდის მოწესრიგებასა და ახალი სასწავლო მასალით დაკომპლექტებას;
  • უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას, მკითხველთა მიერ მასალის გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;