English
EN GE

დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური

დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენცია:

  • სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის საკარიერო სერვისის ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნით თანამშრომლობის კოორდინირება და განვითარება სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორთან.
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა; 
  • სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა; 
  • სტუდენტებთან, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სტუდენტური პროექტებისა და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და კოორდინირება;
  • სეუ-ს სტუდენტების და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროექტებისა და საზაფხულო პრაქტიკების ორგანიზება; 
  • კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ატარებს გამოკითხვას და სეუ-ს ხელმძღვანელობას აწვდის ჩატარებული კვლევის შედეგებს; 
  • სეუ-ს სახელით გეგმავს ერთობლივ ღონისძიებებს, სამთავრობო უწყებებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორთან; 
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს პროფესორ-მასწავლებლებთან, სეუ-ს სამეცნიერო წრეებთან, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს, წინადადებებს და ა.შ.; 
  • ქართველ და არაქართველ სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა;