სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

GPA

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის შემადგენელი ნაწილია საშუალო მაჩვენებლის (GPA) გამოანგარიშება.

სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებელი (GPA) გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კომპონენტში მიღებული შეფასების ნამრავლით ამავე სასწავლო კომპონენტის კრედიტზე. საგნებისა და კრედიტების ნამრავლი ჯამდება და იყოფა გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტების ჯამურ რაოდენობაზე.

GPA გამოითვლება მხოლოდ იმ სასწავლო კურსებში, რომლებშიც სტუდენტს მიღებული აქვს დადებითი შეფასება (A,B,C,D,E). FX და F შეფასება GPA–ს გამოთვლაში 0-ის ტოლია. სარეიტინგო მონაცემების მისაღებად გამოითვლება სტუდენტთა სემესტრული GPA, რა დროსაც დაჯამდება უარყოფითი შეფასებებიც.

საშუალო მაჩვენებლის დაანგარიშებისათვის ნიშნის ხვედრითი წილია: 

  • A (91-100) = 4
  • B (81-90) = 3
  • C (71-80) = 2
  • D (61-70) = 1
  • E (51-60) = 0,5
Message body empty