სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

სასწავლო პროცესი

დამატებითი (Minor) პროგრამა, მისი არჩევისა და გავლის წესი

დამატებითი (Minor) პროგრამა არის საბაკალავრო პროგრამის (გარდა სამართლის საბაკალავრო პროგრამისა) ფარგლებში 60 კრედიტის მოცულობის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადი სპეციალობის პარალელურად, მეორე (დამატებითი) სპეციალობის დაუფლებას, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.

დამატებითი (Minor) პროგრამის არჩევა სტუდენტს შეუძლია უნივერსიტეტის ფარგლებში შეთავაზებული დამატებითი (Minor) პროგრამებიდან, თუ მისი პროგრამის სტრუქტურა ითვალისწინებს დამატებითი (Minor) პროგრამის არჩევას.

სტუდენტი უფლებამოსილია დამატებითი (Minor) პროგრამის ნაცვლად გაიაროს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სხვა სასწავლო კურსები, საკუთარი არჩევანის შესაბამისად, უცხო ენების ბლოკის, თავისუფალი კრედიტების, თავისი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დამატებითი არჩევითი ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული სავალდებულო ან/და არჩევითი სასწავლო დისციპლინებიდან, სასწავლო კურსის შესწავლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

დამატებით (Minor) პროგრამაზე სტუდენტთა რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში, სწავლების მეოთხე სემესტრიდან

არჩეული დამატებითი (Minor) პროგრამის შეცვლა სტუდენტს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი პროგრამის გასავლელი სასწავლო კურსების კრედიტებისა და დარჩენილი თავისუფალი კრედიტების რაოდენობა საშუალებას იძლევა 60 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსების გავლას ახალი დამატებითი სპეციალობის პროგრამიდან

სტუდენტი უფლებამოსილია უარი თქვას დამატებითი (Minor) პროგრამის გავლაზე. ამ შემთხვევაში ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობას სტუდენტი გაივლის საკუთარი არჩევანის შესაბამისად, უცხო ენების ბლოკის, თავისუფალი კრედიტების, თავისი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დამატებითი არჩევითი ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული სავალდებულო ან/და არჩევითი სასწავლო დისციპლინებიდან, სასწავლო კურსის შესწავლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

Minor პროგრამაზე სწავლის პერიოდში მასზე უარის თქმის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები აღიარებული იქნება, როგორც როგორც თავისუფალი კრედიტები

Message body empty