სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჩარიცხვა

მობილობა

სეუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სასწავლო ბარათი (სათანადოდ დამოწმებული);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (წარმოადგენენ მხოლოდ მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხული პირები);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (წარმოადგენენ მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეები);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
  • გამომშვები დაწესებულებიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია.
Message body empty