სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჩარიცხვა

ბაკალავრიატი

ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის აუცილებლი დოკუმენტებია:

  • განცხადება;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობა (ასლი);
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).

ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გამოიცემა რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ. 

პირი, რომელიც ვერ მოხვდა რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს სეუ-ს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ბრძანების გამოცემიდან მომდევნო წლის პირველ ივნისამდე. ამ გზით პირის ჩარიცხვა სეუ-ში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.


სეუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არა ნაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქყეყანში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


ზემოთ მითითებულმა პირებმა სეუ-ში სწავლის გაგრძელების მიზნით, განცხადებით უნდა მიმართონ რექტორს, წერილობითი თანხმობის მისაღებად, რომელსაც თან უნდა დაურთონ დოკუმენტები. 

უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი  პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.