English
EN GE

სეუს ხარისხი უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაგეგმვას, შეფასების, მონაცემების ანალიზისა და განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის დასახვის, სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარების, სტრატეგიული მიზნების რეალიზების, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების მონიტორინგის გზით, სეუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში

სეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციები:

  • სეუ-ს სასწავლო და მუშაობის წარმართვას, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაციას და ხარისხის სისტემატურ შეფასებას;
  • უწყობს აკადემიური კადრების მონაწილეობას კონფერენციებსა და ტრენინგებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სეუ-სს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში სწავლების სრულყოფის, ხარისხის ამაღლების მიზნით; 
  • სწავლების ხარისხის ამაღლებაზე სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციისთვის თითშეფასების მომზადების გზით.
  • და აფასებს სასწავლო პროცესში მიმდინარე მოვლენებს;
  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხის მონიტორინგს;
  • ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
  • საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;
  • საბჭოს წარუდგენს განსახილველად და დასამტკიცებლად საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • უზრუნველყოფის სამსახურს (შემდეგში - სამსახური) ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
  • უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი ამოცანების მისაღწევად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლებისა და სწავლის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას;
  • მონაწილეობს სტრატეგიული განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში;
  • ადგენს სასწავლო პროცესის შეფასების  კრიტერიუმებს;
  • მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის  ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, რომელიც ითვალისწინებს ციკლს -,,დაგეგმე- განახორციელე - შეამოწმე - განავითარე“;
  • ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კომპონენტების საშუალებით და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით სისტემატურად ახორციელებს:

  • ასაგანმანათლებლო პროგრამების  შეფასებას;
  • სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასებას;
  • პერსონალის პროფესიული განვითარების შეფასებას.

 

შეფასებების შედეგების ანალიზის საფუძველზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და გაუმჯობესებისათვის.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ამოცანები:

  • უნივერსიტეტის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის განსაზღვრა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, შეფასების (მატერიალურ–ტექნიკური რესურსის, აკადემიური და მოწვეული  პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო კურსების სილაბუსების) კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავება;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების კითხვარის, ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
  • სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული სუბიექტების გამოკითხვის  შედეგების  დამუშავება და ამ შედეგების ანალიზის საფუძველზე სასწავლო პროცესის და  მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
  • წინასწარ შედგენილი გრაფიკით აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ ჩატარებული ლექციების, სემინარების,  ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციებისა და სხვა სახის აქტივობების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება აკადემიის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაცია/აკრედიტაციის  სტანდარტებთან;
  • სწავლის,  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ბოლონიის პროცესთან, ასევე, ავტორიზაციასა  და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ტრენინგების სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • ბოლონიის პროცესის ფარგლებში სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტების მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ აღებული კრედიტების აღიარება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • საქართველოს ფარგლებს შიგნით ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მემორანდუმების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც ხდება ერთმანეთის კრედიტების აღიარება;
  • სამეცნიერო ნაშრომების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის, ლექციების კურსების, ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოქვეყნების ხელშეწყობა;  
  • საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების და სხვა სასწავლო დოკუმენტების ფორმების შემუშავების ორგანიზება, შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა თავის კომპეტენციის ფარგლებში;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის კონტროლის მექანიზმებისა და კრიტერიუმების შემუშვებისა და დანერგვის უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან კავშირის დამყარება და თანამშრომლობა;
  • აკადმიურ საბჭოს წარუდგენს განსახილველად და  დასამტკიცებლად საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (შემდეგში - სამსახური) ჰყავს უფროსი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.

სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

სამსახურის უფროსი:

  • ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
  • ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
  • წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ   რექტორის დავალებით;
  • შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;
  • ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს  რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • ახორციელებს ამ დებულებით, სეუ-ს სამართლებრივი აქტებითა  და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანაშემწე:

  • ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
  • მონაწილეობს სამსახურში შემოსული მასალების განაწილებაში;
  • ორგანიზებას უწევს სამსახურის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებს;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ კონსულტაციის გაწევას;
  • დმინისტრაციის ხელმძღვანელის, სამსახურის უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორის სამსახურებრივ ამოცანებში შედის:

  • ხარისხის სამსახურის კოორდინატორის ძირითადი მოვალეობაა უცხო ენების სწავლების ხარისხის კონტროლი;
  • მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მათ ლექციებზე დასწრება-მონიტორინგი;
  • უკუკავშირის (feedback) მიცემა და ანალიზი;
  • მათი ძლიერი მხარეების გამოკვეთა და სუსტ მხარეებზე მუშაობა;
  • უცხო ენების დონეების მიხედვით მასწავლებლების დაყოფა და მათი გაკვეთილის დაგეგმვაში ჩართვა;
  • დაგეგმვის პროცესზე დასწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
  • უცხო ენების სახელმძღვანელოების შერჩევა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) გაწერა;
  • სასწავლო რესუსრსების მოძიება და მათი საგნის სპეციფიკაზე მორგება;
  • შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
  • ახალი სასწავლო კურსების დაგეგმვა და მათი სასწავლო პროცესზე მორგება; 
  • ლექტორებთან მუდმივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა.