English
EN GE

სეუს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური აკონტროლებს და უძღვება სეუ-ს სასწავლო პროცესს

სამსახურის ფუნქციები

  • ამზადებს სალექციო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ცხრილებს;
  • თვალყურს ადევნებს სასწავლო პროცესის მსვლელობას;
  • საფინანსო განყოფილებას აწვდის ინფორმაციას თითოეული აკადემიური პერსონალის მიერ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
  • უზრუნველყოფს დიპლომების მომზადებას კურსდამთავრებულთათვის გასაცემად;
  • ამზადებს დიპლომების დანართებს; 
  • ახორციელებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (შემდეგში - სამსახური) ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
  • სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს. 
  • სამსახურის ხელმძღვანელი:
  • ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
  • ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
  • წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ რექტორის დავალებით; 
  • შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის და ამოცანების შესასრულებლად;
  • ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • ახორციელებს ამ დებულებით, სეუ-ს სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.