სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

SEU-ს შესახებ

SEU-ს შესახებ

უნივერსიტეტის აკადემიური ხედვა ეფუძნება: უნივერსიტეტის, როგორც ზრდასრული ადამიანის პირველ საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურული პლატფორმის, საუნივერსიტეტო განათლების, როგორც პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის პლატფორმის, საუნივერსიტეტო გარემოს, როგორც პიროვნული რეალიზების პლატფორმის და საუნივერსიტეტო სერვისების, როგორც ახალგაზრდის მხარდაჭერისა და განვითარების პლატფორმის ერთიანობის გაცნობიერებას და ერთიანობაში განვითარებას.

უნივერსიტეტის როლის განვითარება

საუნივერსიტეტო სწავლის, ინსტიტუციური განვითარების, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის საგანმანათლებლო, კვლევითი და პროფესიული კავშირების განვითარების, სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა და უწყვეტობა.

რეალიზაციის გზები: სფეროს წამყვან სოციალურ პარტნიორებთან, ღია და განვითარებადი თანამშრომლობა.

საუნივერსიტეტო განათლების განვითარება

საუნივერსიტეტო განათლების განვითარების საფუძველია მოქნილი და სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები, შემუშავებული შრომის ბაზრის აქტუალური გამოწვევების, აკადემიური სივრცის საუკეთესო გამოცდილებისა და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ძირითადი მიმართულებების გამოცდილების გაზიარებით.

რეალიზაციის გზები: შრომისა და განათლების ბაზრისათვის ყველაზე აქტუალური პროგრამების შეთავაზება, პროგრამების მუდმივი განვითარება, მობილობის ხელშეწყობა საერთაშორისო განათლების პროგრამებისა და აკადემიური კურსების სრული დაფინანსების ან თანადაფინანსების საფუძველზე.

სტუდენტების საჭიროებებზე ორიენტირება, აკადემიური თუ პროფესიული მიზნების მიღწევის ხელშეწყობა გულისხმობს:

სტუდენტისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათი პოტენციალის რეალიზებას სასურველი საგანმანათლებლო მიმართულებით, თუ უნივერსიტეტის პარალელურად პროფესიული განვითარების მიმართულებით.

რეალიზაციის გზები: თითოეული სტუდენტისთვის სასწავლო დისციპლინის, სასწავლო დროისა და სასწავლო ჯგუფის არჩევის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მეორე სპეციალობის დაუფლების შესაძლებლობა, ყველა საბაკალავრო პროგრამაში დარგობრივი სპეციალიზაციის შესაძლებლობა, ყველა პროგრამაში ერთზე მეტი უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობა. თავისუფალი კრედიტებით მოდულში სასურველი სასწავლო კურსის ჩათვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა პროფესიული უნარების განვითარების კურსები შესულია ყველა პროგრამაში და მთლიანად უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ.

საუნივერსიტეტო გარემოს განვითარება

საზოგადოდ ყველა და კონკრეტულად თითოეული სტუდენტის საჭიროებაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი, მრავალპროფილიანი სასწავლო სივრცე დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში - 55 000 კვ.მ.

რეალიზაციის გზები: საუკეთესო სასწავლო ინფრასტრუქტურის შეთავაზება, ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა, სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის პირობების შექმნა, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სარეკრეაციო და კულტურული სივრცეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

საუნივერსიტეტო სერვისების განვითარება და ინიციატივების ხელშეწყობა

სტუდენტების ჩართვა უნივერსიტეტის სასპორტო, შემოქმედებითი, კულტურულ და კვლევით პროექტებში და სტუდენტური ინიციატივების საუნივერსიტეტო მხარდაჭერა რეალიზაციის გზები.

ყველა სტუდენტისათვის განათლების დაფინანსების სისტემა, სტუდენტური სპორტის დაფინანსება და ორგანიზაციული ხელშეწყობა, სტუდენტური ხელოვნების დაფინანსება და ორგანიზაციული ხელშეწყობა, სტუდენტური კვლევითი და ინტელექტუალური პროექტების ხელშეწყობა სოციალურ პროექტებში მონაწილეობა.