English
EN GE

სს დასტა რექორდს მენეჯმენტი აცხადებს ვაკანსიას დღის სმენაში დოკუმენტების ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).


დასტა რექორდს მენეჯმენტი (“დასტა”) არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ. 


სამუშაოს აღწერა:

  • მონაწილეობა სკანირებისა და  დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
  • დოკუმენტების კატალოგების შედგენა, დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება, დახარისხება;
  • მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, ყუთებში დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა ელ. ფოსტის საშუალებით;
  1. მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
  2. სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება.

 

სამუშაოს საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00სთ.

                       
საკვალიფიკაციო
 მოთხოვნები:

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • სწრაფი და აკურატული ბეჭვდითი უნარი;
  • წერითი და სასაუბრო ინგლისური ენის საწყის დონეზე ფლობა;
  • მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

პიროვნული უნარები:

  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დასტა გთავაზობთ:

  • საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას;
  • მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2019 წლის 15 ივნისამდე შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები გთხოვთ აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება – დოკუმენტების ოპერატორი - დღის სმენა.