English
EN GE

სს "ფოსტა Pay" არის საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია, რომელიც იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
  • ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება; ვებბანერების დიზაინი;
  • სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;

მოთხოვნები:

  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe Indesign);
  • 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
     

პიროვნული თვისებები

  • შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
     

სტაჟირების ბენეფიტები:

  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თეორიული ცოდნის ამაღლება;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარება;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგი შესაძლებლობა;
  • მეგობრული ატმოსფერო;
     

სტაჟირების პერიოდი 6 თვე

სტაჟირების ადგილი ქ.თბილისი

გრაფიკი თავისუფალი

 

  • სტაჟირების პერიოდში ანაზღურებადი იქნება ტრანსპორტირება და კვება
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტი დასაქმდება ნახევარ განაკვეთზე.

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად მითითებულ მეილზე:

hr@postapay.ge