English
EN GE

ფარმაცევტული საწარმო  შპს „ავერსი რაციონალი“,  რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის  მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ: რეგისტრაციის მენეჯერს

 

რომელიც შეძლებს: 

  • პრეპარატების სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებას
  • წარმოებისა და წამლის რეგისტრაციისათვის საჭირო მასალების თარგმნას ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე
  • წამლის სააგენტოსთან საქმიანი ურთიერთობას

 

აუცილებელი კვალიფიკაცია: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფარმაცევტი/ექიმი)
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული)  სრულყოფილი ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.rational.ge  


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.