English
EN GE

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

 

თუ შენ:

  • გინდა დაეუფლო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას;
  • გსურს გამოიმუშავო ის აუცილებელი უნარები, რომლებიც კარიერულ ზრდაში ყოველთვის დაგეხმარება;
  • გსიამოვნებს სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა;
  • შეგიძლია სხარტი აზროვნება, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, მოქნილი, გამბედავი და აქტიური;
  • მაშინ ეს სამუშაო პოზიცია სწორედ შენთვისაა! - რაც მთავარია, 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, ავტომატურად დაწინაურდები ირაოს კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე. ეს კი, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს, ახალ გამოწვევებს და სტაბილურობასაც ნიშნავს.

 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც).
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

 

ჩვენთან, საცალო გაყიდვების აგენტი შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს:

  • კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
  • განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;

 

პირობები:

  • სამსახურის მდებარეობა: თბილისი
  • შრომის ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: maia.siradze@irao.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „საცალო გაყიდვების აგენტი“