English
EN GE

შპს ’’უნიმედი” არის სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტიორი , ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში, დაკომპლექტებული ძლიერი და მოტივირებული პროფესიონალებით. ის უკვე 15 წელზე მეტია , რაც აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და რეალიზებას უწევს ევროპული და ამერიკული წამყვანი ბრენდების პროდუქციას .

’’უნიმედი” გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ვიზიტები კლინიკებში;
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
  • გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
  • შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
  • გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

 

პირობები:

  • საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
  • საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
  • საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია .
  • ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge

 

განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 მარტამდე . გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების

ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას დავუკავშირდებით.

’’უნიმედი” გისურვებთ წარმატებებს!