English
EN GE

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრში. (ნახევარი განაკვეთი)

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)

ანაზღაურება - 300 ლარი.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
  • მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
  • სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
  • MS პროგრამების ცოდნა;
  • მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

 

 

უნარ–ჩვევები: 

  • სამუშაოს დაგეგმვისა და  დროის მართვის უნარი;
  • ადაპტურობა/მოქნილობა;
  • სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
    • ჯგუფური გასაუბრება ;
    • ტესტირება;
    • ინდივიდუალური გასაუბრება;
    • სტაჟირება 2 კვირა.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 09.03.2019

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@seu.edu.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების ოპერატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!