English
EN GE

კომპანია SMT ("სოფთმასტერ ტრეიდი") 2002 წლიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმატებით ახორციელებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების ინდუსტრიული ტექნიკის/პროდუქციის იმპორტს, როგორებიცაა Tyco, Posiflex, Bizerba, Bixolon, Honeywell, Citizen და ა.შ. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე:  http://smt.com.ge/    

კომპანია Softmaster Trade აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

ჩვენ გთავაზობთ :

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;

 

სტაჟირების მოკლე აღწერა :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა : 1-3 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი : არასრული/თავისუფალი;
  • სტაჟირება არის არაანაზღაურებადი,მომავალში დასაქმების პერსპექტივით;

 

ჩვენ გვჭირდება :

 

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;

 

უნარ-ჩვევები :

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი ;

 

მოთხოვნები :

  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის,მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • სწავლების მიმართულება : ჟურნალისტიკა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია (MS Office: Word, PowerPoint,Outlook)
  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის,ამას ჩვენ თავად გაძლევთ

 

მოვალეობები :

  • სტატიების წერა და გამოქვეყნება სხვადასხვა მედია საშუალებების დახმარებით.
  • კომპანიის PR-ის დაგეგმვა და განხორციელება

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაურების გავლის შედეგად.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე hr.softmaster@gmail.com,  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!