English
EN GE

კომპანია „სითიქომი” ეძებს კანდიდატს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

სითიქომი არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც საშუალებას გაძლევთ ლიფტის გადაადგილებით შემოსული თანხა სადარბაზოს ანგარიშზე დააგროვოთ. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ თანხის დაგროვების თანამედროვე, მარტივ და გამჭვირვალე სისტემას. ასევე, სითიქომი ისეთი სერვისებით უზრუნველყოფს კორპუსის ბინადრებს, როგორიცაა:

  • ლიფტის მომსახურება;
  • ელექტრო ენერგია;
  • სადარბაზოს დასუფთავება;
  • ლიფტის დაზღვევა;
  • კონსიერჟი;
  • სადარბაზოს კამერა;
  • სადარბაზოს დაცვა;
  • დანაზოგი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების ინტერესების დადგენა და აღნიშნული პროდუქტით დაინტერესება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზების დამუშავება და მუდმივად გაზრდა;
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში:
    -
  • ბანკი, დაზღვევა,
  • მომსახურება,
  • დისტრიბუცია და ა.შ
    -
  • ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • მოტივირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

 

სამუშაო განრიგი:

  • ორშაბათი-პარასკევი / 17:00-22:00
  • შაბათი ან კვირა / 12:00-20:00

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: citycomhr@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!