




დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. მაღაზიის მენეჯერი ესაჭიროება ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA“-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის პერსონალის ხელმძღვანელობა;
- მაღაზიის სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესწავლა/განთავსება;
- მომხმარებელთან ურთიერთობა;
- საწყობის მარაგის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- სპორტულ/ტანსაცმლის/ ფეხსაცმლის მაღაზიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა Fina-სთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი თვისებები:
- სპორტული აღნაგობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ემოციური მდგრადობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.