




დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. კონსულტანტი ესაჭიროება ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA“-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება/დახარისხება, მარაგის კონტროლი;
- მენეჯერის დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სპორტულ/ტანსაცმლის/ ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი თვისებები:
- სპორტული აღნაგობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ემოციური მდგრადობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
- სამუშაო დღეები: 1 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი + ბონუსი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.