English
EN GE

შპს “Retail Group Georgia”, რომელიც  წარმოადგენს ოფიციალური ლიცენზიის მფლობელს 30-ზე მეტი ისეთი  ბრენდისთვის, როგორიცაა: Mango, Gap, Banana Republic, Top Shop/Top Man, Marks&Spencer, Aldo, Charles&Keith, Sergent Major, La Senza, Lipsy, U.S Polo, Zippy, Monsoon და ა.შ.  აცხადებს  გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას  ნახევარ სამუშაო განაკვეთზე:  თბილისი მოლში  და "East Point”-ში. 

 

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში მხოლოდ 4 დღე, დღეში 5სთ
  • დღეების და  საათების არჩევა ხდება მენეჯერთან შეთანხმებით
  • ანაზღაურება 210 ლარი ხელზე ასაღები

 

განსახორციელებელი  საქმიანობა:

  • კლიენტების მოზიდვა
  • კლიენტთა მომსახურება
  • პროდუქციის გაყიდვა
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • უცხო ენების ფლობა (სასურველია)
  • კომუნიკაბელურობა
  • აქტიურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV ფოტოსურათით შემდეგ  მისამართზე: hr@retailgroups.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ RGG წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.