




საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სეუს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის დამუშავება
- სეუ-ს კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციის დამყარება და ინფორმაციის მიღება
- სეუ-ს კურსდამთავრებულებთა კვლევის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უნივერსიტეტ სეუ-ს სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- MS office პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა
- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- თავაზიანობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირება
პირობები:
- სტაჟირების ვადა: 3 თვე
- სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი (ლექციებთან შეთავსებით)
- სტაჟირების ბოლოს გაიცემა ცნობა და რეკომენდაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV 2019 წლის 1 თებერვლის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე hr@seu.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟიორი დამსაქმებლებთან სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
სეუ გისურვებთ წარმატებებს!