English
EN GE

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  სტაჟირებას ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე, განიხილება სტუდენტთათვის მორგებული გრაფიკიც.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე  ნაშთის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება სასურველია ფარმაციის მიმართულებით.
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა. 

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 თებერვალი, 2019

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@evex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: სტაჟირება ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.