English
EN GE

წიგნის ელექტრონული შეკვეთა

წიგნის სახლში სარგებლობისთვის შეკვეთა შესაძლებელია ელექტრონულადაც.

 

უნივერსიტეტის სივრცეში სარგებლობისთვის კი  უნდა მიმართოთ  ბიბლიოთეკარს სამკითხველო დარაზში.

შეკვთილი წიგნის შესახებ ინფორმაციას არის თუ არა ხელმისაწვდომობი სასურველი წიგნი, შესაძლებელია თუ არა სახლში სარგებლობა, რა ვადით შეგიძლიათ წიგნით სარგებლობა, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ელ. ფოსტაზე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

წიგნის ელექტრონული შეკვეთისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა. გთხოვთ, წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა 

შესავსები ფორმა

 

ბიბლიოთეკათშორისი სერვისი

ბიბლიოთეკა მკითხველებს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სხვა დონორი ბიბლიოთეკიდან იმ ლიტერატურის მოტანას რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არ მოიპოვება.

ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის ავსებთ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას. წიგნის მონაცემებს ვავსებთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გვსურს რომ წავიკითხოთ. (წიგნის სათაური; ავტორი).

მოტანილი წიგნით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ადგილზე, უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში, ისე გასატანად. (დამოკიდებულია შეკვეთილი წიგნის კატეგორიაზე).

მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 5 წიგნი.

 

მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. 

შესავსები ფორმა

რიდერის დამზადება

ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რიდერების დამზადებას, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური სახით, რომელიც გულისხმობს სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის  ერთიან, შედგენილ კრებულს. სადაც თავმოყრილი იქნება  მასალა რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში.

ამისთვის სასწავლო კურსის  ხელმძღვანელი/ლექტორი: ავსებს ფორმას და აწვდის  ბიბლიოთეკას რიდერის დამზადებისთვის აუცილებელ მასალას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით; (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა.შ.) გასათვალისწინებელია რომ რიდერის დასამზადებლად თქვენს მიერ მოწოდებული თითოეული სასწავლო მასალიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 40%-ის გამოყენება საავტორო უფლებების  დაცვის მიზნით. ელექტრონული მასალები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზეც library@seu.edu.ge, ხოლო ბეჭდური მასალის შემთხვევაში ისინი უნდა მოგვაწოდოთ ბიბლიოთეკაში.

რიდერის დასამზადებლად, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები.

შესავსები ფორმა

 

 

შეეკითხე ბიბლიოთეკარს

ბიბლიოთეკის შესახებ რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ   library@seu.edu.ge;

მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ საკითხებზე.